ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი ორი თვით დააკავეს — სასამართლომ დააკმაყოფილა შესაბამისი შუამდგომლობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოს წინ კარაპეტიანის ადვოკატებმა განუცხადეს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„გადაწყვეტილება აშკარად უკანონოა. ბუნებრივია, დაცვის მხარე აპირებს აღნიშნული აღმკვეთი ღონისძიების გასაჩივრებას, და ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ — განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლიანა გასპარიანმა.

სამველ კარაპეტიანმა, რომელსაც ბრალი ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯაროდ მოწოდებაში, სასამართლოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა. მან წაყენებული ბრალდება „შეთითხნილს“ უწოდებს, ხოლო საკუთარ დაკავებას — უკანონოს.

ამ დროის განმავლობაში სასამართლოს შენობას პოლიცია ალყაში ჰყავდა მოქცეული.

„ტაშირის“ კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტმა დაიცვა სომხური სამოციქულო ეკლესია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის კამპანიისგან და განაცხადა, რომ ეკლესიისა და სომეხი ხალხის გვერდით იდგა.

„მე ყოველთვის სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის გვერდით ვიდექი. თუ პოლიტიკოსები ამას ვერ შეძლებენ, ჩვენ საკუთარ გზას ვიპოვით ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ჩასარევად,“ — თქვა მან.

სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ განცხადებას მიიჩნევენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებად.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაჩხრიკა მისი კერძო სახლი და წაუყენა ბრალდება. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მკაცრი შეფასებები გააკეთა კარაპეტიანის მიმართ, ხოლო 18 ივნისს უკვე ისაუბრა მის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციაზე. მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ENA-ს თანამშრომლებს სასამართლოში ძალით მიჰყავდათ, რათა შეკრება ხალხმრავალი გამხდარიყო.

პარლამენტში კითხვა-პასუხის სესიის დროს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მათთან გამკლავებას დაიწყებდნენ.

სამველ კარაპეტიანის დასაცავად სასამართლოს შენობის წინ უამრავი მოქალაქე შეიკრიბა. ისინი პერიოდულად სკანდირებდნენ: „სამველ, თავისუფლება, სამართალი. აი რაღაცეები შევალამაზე გადაიკითხე მაინც