ახალქალაქის რიგ სოფლებში დიდი ხნის ნანატრი გაზიფიკაციის სამუშაოები დაიწყო, რომლის წყალობითაც მაცხოვრებლები საბოლოოდ შეძლებენ საკუთარი სახლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას.

SJGC-ის დირექტორი ვრეჟ ბერიკიანი გვაცნობებს, რომ კომპანია ამჟამად აქტიურად ახორციელებს გაზიფიკაციის სამუშაოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში, კერძოდ- აბულში, ბუზავეთში, მოდეგამში და სამსარში.

„სოფელ აბულში სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და პროცესი დანარჩენ სოფლებშიც გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზის შეერთებისთვის ნებართვა გვჭირდება. ვმუშაობთ იმაზე, რომ გათბობის სეზონისთვის მოსახლეობას ბუნებრივი აირი ჰქონდეს, თუმცა ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა.

Jnews-მა აბულისა და ბუზავეტის სოფლები მოინახულა, რათა ადგილზე გაეგო, რა ეტაპზეა გაზფიკაციის სამუშაოები. ორივე სოფელში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა- ტექნიკოსები გაზსადენებს ამონტაჟებდნენ.

Abul gaz

ფოტო გადაღებულია სოფელ აბულში

მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ პროცესის დაწყებას წლებია ელოდებიან. სოფელ აბულის მცხოვრები მისაკ ბდოიანი ამბობს:

„ეს ჩვენთვის დიდი მშვიდობაა. ზამთრის შეშისა და ნახშირის გარეშე დაძლევა დიდ განსხვავებას შექმნის, როგორც მოხერხებულობის, ასევე ხარჯების თვალსაზრისით. კომპანიამ პირობა დადო, რომ გათბობის სეზონის დასაწყისისთვის გაზი გვექნება. ამჟამად საწვავად ნაკელს ვიყენებთ, მაგრამ გაზის შემოსვლის შემდეგ მას სასუქად გამოვიყენებთ, რაც უფრო ეფექტური იქნება.“

სოფელ ბუზავეთის მაცხოვრებელმა, ჰაკობ ქუროიანმა ხაზგასმით აღნიშნა:

„მრავალი წელია გაზს ველოდით და ახლა ის საბოლოოდ მოვიდა ჩვენს სოფელში. სამუშაოები მაღალ დონეზე მიმდინარეობს, რაც ძალიან სასიხარულოა. გაზის მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლისთვის და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ცხოვრების უფრო კომფორტული გახდომისთვის, არამედ სოფლის განვითარებისთვისაც. გაზი სოფლის მაცხოვრებლებს ხარჯების შემცირებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება ჩვენს თემს დიდ პროგრესს მოუტანს.“

წაიკითხეთ ასევე:
აბულში გაზმომარაგებული აბონენტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე სახლები, საიდანაც კვამლი ამოდის
მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფლები გაზიფიცირდება
ჯავახეთოს რომელი სოფლები იქნება გაზიფიცირებული 2024-2025 წლებში

გევორგ ჯანოიან