დღეს ახალქალაქში, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართა საფეხბურთო მატჩი ახალქალაქის გუნდ „აბულსა“ და „ბორჯომი-2“-ს შორის. ახალქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 9 გოლი გაუტანეს.

გულშემატკივრების შეძახილების ფონზე გოლები გაიტანეს გურგენ გაბრიელიანმა, არტურ პეშტმალჯიანმა, კახა მამულაშვილმა, რომან ავეტისიანმა, სტეპან მარგარიანმა (2), ლუკა გაგნიძემ (2) და აღასი პალოიანმა.

ამჟამად საფეხბურთო გუნდი „აბული“ რეგიონული ლიგის ტურნირის ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს და ცხრილის სათავეში ასვლას ებრძვის.

გუნდის შემდეგი თამაში 23 ივნისს, თბილისში, ვაზისუბნის გუნდის წინააღმდეგ გაიმართება.

ამჟამად პირველი რაუნდის მატჩები მიმდინარეობს. პირველი რაუნდის ბოლო თამაში 1 ივლისს გაიმართება. მეორე რაუნდში გუნდს კიდევ 13 მატჩის ჩატარება მოუწევს.