ფოთში 8 ივნისს გამართული საერთაშორისო ახალგაზრდული კრივის ტურნირი დასრულდა. ჩემპიონატში ახალქალაქიდან ექვსი სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგან ორი საპრიზო ადგილებით დაბრუნდა.

არტიუშ აივაზიანმა 80 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ხაჩატურ ინდოიანმა 65 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

„ჩვენი შედეგები ცუდი არ არის, თუმცა არტიუშ აივაზიანის ჩემპიონობას ველოდით, მაგრამ ზოგიერთი დეტალის გამო მან მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, საერთო ჯამში, შედეგები ცუდი არ არის, შეჯიბრი ძალიან ძლიერი იყო, კონკურენტები ძლიერები იყვნენ – სხვადასხვა ჩემპიონები“, – თქვა მწვრთნელმა გარიკ ელიზბარიანმა.

ზურაბ სარსანიას სახელობის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი ფოთში 5-დან 8 ივნისის ჩათვლით გაიმართა. მასში 5 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ.