
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით მოასპარეზე შონ ო’მალი მეორედ დაამარცხა. დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში, უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლის შემდეგ გააკეთა. მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს.
მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება სოციალურ ქსელში სახელისუფლებო გუნდის წევრებმა მიულოცეს. სპორტის მინისტრი კი ბრძოლას ნიუ ჯერსიში დაესწრო.