
ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის „ხას ბახჩას“ მოპირდაპირედ, ახალი ორსართულიანი სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო. პროექტს კომპანია „EMK Group“ განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 1,229,315 ლარია. კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
მომავალი დარბაზის ადგილას ამჟამად მოძველებული, დანგრეული შენობა დგას, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარება. ასევე იგეგმება საზოგადოებრივი საპირფაერშოსა და სტადიონის ნაწილის დემონტაჟი, სადაც სკამებია დამონტაჟებული.
სპორტულ დარბაზს მუნიციპალური სამუშაოების ბაზარზე ახალი კომპანია – OOO EMK Group ააშენებს. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.
„ამჟამად ჩვენ ვაგროვებთ ყველაფერს, რაც ამ ობიექტის მშენებლობისთვის არის საჭირო. სამუშაოები 10 დღეში დაიწყება“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ჰასან სევინმა.
რადგან კომპანია ახალქალაქის სამშენებლო ბაზარზე ახალია, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, აქვს თუ არა მას მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება. ამაზე ჰასან სევინმა გვიპასუხა: „ჩვენ ბევრი სხვადასხვა სამუშაო დავასრულეთ“. გეგმის მიხედვით, 2025 წელს 120 დღის განმავლობაში 613 002 ლარი დაიხარჯება, ხოლო 2026 წელს (15 აპრილიდან დაწყებული) 150 დღის განმავლობაში 711 003 ლარი.
ახალქალაქის ცენტრში ახალი სპორტული დარბაზი აშენდება