
1 ივნისს, სოფელ ოლავერდის პირველიდან მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. ამ ზეიმმა სიხარული მოუტანა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ სოფლის უფროსებსაც.
1-ელ ივნისს სკოლის ეზო ხალხმრავალი იყო. ბავშვები სიურპრიზებს ელოდნენ, მშობლები კი შვილების სიხარულით იღიმოდნენ. სკოლის პირველიდან მეცხრე კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები დიდხანს და საფუძვლიანად ემზადებოდნენ.წარმოშობით ოლავერდიდან ნაირა ქურდოღლიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, საცეკვაო ნომრების მომზადების ორგანიზაციულ სამუშაოებში ჩაერთო. მან დადგა საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების დროს წუთიერი დუმილი გამოცხადდა და სანთლებით პატივი მიაგეს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი 6 თვის გოგონას ხსოვნას, რომელიც სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ქალიშვილი იყო.
სკოლის მოსწავლეებმა იცეკვეს, წაიკითხეს და ისაუბრეს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე უდარდელი ბავშვობისთვის. სკოლის მასწავლებელმა ჰოვიკ გილოიანმა დაწყებით კლასებს 15 ნაძვის ნერგი გადასცა, რათა ბავშვებს მათი დარგვა და მათთან ერთად ზრდაზე და ბუნებისთვის სასარგებლოდ ყურება შეძლებოდათ.
ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი ტექნიკური პრობლემები, კერძოდ, მიკროფონის გათიშვა, სოფლის მაცხოვრებლების მიერ სპონტანური შემოწირულობების ორგანიზების საფუძველი გახდა. ადგილზე შეგროვდა დაახლოებით 300-400 ლარი, რომელიც მოხმარდება ტექნიკურ აღჭურვილობასა და ბავშვებისთვის საჩუქრებს, რათა მომავალ პირველ ივნისს არც მოწყობილობები გაფუჭდეს და არც ბავშვებს მოაკლდეთ საჩუქრები.
ჯონიკ გილოიანმა ცაში მტრედები გაუშვა. ეზოში ახალგაზრდა ბიჭები ბავშვებს სახეებს უხატავდნენ და ბავშვებიც ლამაზად მოხატული სახეებით დასეირნობდნენ. პატარების გასახარებლად ანიმატორებიც მოვიდნენ.
სოფელში დღე შედგა!