1 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში სადღესასწაულო დღე იყო. გომანის მოსახლეობამ სოფლის დღე ისტორიაში მე-19-ედ აღნიშნა. სადღესასწაულო ღონისძიება სოფლის საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

სოფელ გომანში სადღესასწაულო ღონისძიებები სოფლის დაღუპული სომხების ხსოვნისადმი მიძღვნილ პირამიდის ფორმის ძეგლთან ყვავილების დადებით დაიწყო. შემდეგ ყვავილები სოფლის შესასვლელთან აღმართულ ჯვართან დადეს, რის შემდეგაც გომანის მაცხოვრებლებმა სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებლების, ეღიკიანისა და ჩრაღიანის საფლავები ყვავილებით შეამკეს.

burg

Neli

სოფლის ისტორიის შემადგენელი ნაწილები, ახალგაზრდები და მოხუცები, რომლებმაც სოფლის კოლორიტი შეინარჩუნეს, საზღვარგარეთ მცხოვრები გომანის მაცხოვრებლები, სოფლის მაცხოვრებლები და სკოლის მოსწავლეები, ყველანი ერთად შეიკრიბნენ მშობლიური სოფლის დღის აღსანიშნავად…

gyux

Goman

გომანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ჰაიასტან მოვსისიანმა, დამსწრეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ გომანის მოსახლეობა ყოველთვის უნდა იამაყოს თავისი სათავით.

Haysatan Movsisyan

„2006 წლიდან ეს დღესასწაული ყოველწლს ტარდება, ის გვაახლოებს ერთმანეთთან, კიდევ უფრო ათბობს ჩვენს გულებს. სოფელი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიას ყველა სფეროში მრავალი დიდი ადამიანი აჩუქა. ჩვენ გვყავს გენერლები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, მრავალი კეთილისმყოფელი, რომლებიც ყოველწლიურად არ ძალისხმევას, რათა ჩვენი სოფელი უფრო აყვავებული გახდეს. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სოფელი სომხური დარჩეს“, – ისუბრა ჰაიასტან მოვსისიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

erexaner

აღსანისნავია არტურ გილოიანის, რუბენ ბანდიკიანის, ჰაკობიანების, ეღიკიანების, ჩრაღიანების და სხვების წვლილი. სწორედ მათი წყალობით ვითარდება დღეს გომანი და მალე კიდევ ერთი შეუერთდება ქველმოქმედთა დიდ არმიას, სტეპან ჩრაღიანი, რომლის ქველმოქმედებითაც სოფელში საბავშვო ბაღი აშენდება.
ekexeci

„ჩვენი ულამაზესი სკოლისთვის მადლიერნი ვართ მთელი სოფლის – პირამიდის, რომლის დამფუძნებელი და ამ მშვენიერი დღის მახარობელი არტურ გილოიანი. სოფლის, რომლისთვისაც ჯვარი აღიმართა ჩვენი თანასოფლელების, ჰაკობიანების უშუალო ძალისხმევით. ჩვენი დიდებული ეკლესია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო და ჩვენ მოკლებულნი ვიყავით სულიერ აღზრდას, მაგრამ რუბენისა და მისი ვაჟის, დავით ბანდიკიანების მიერ აშენდა შესანიშნავი ეკლესია და დღეს გვაქვს ჩვენი რწმენის სახლი, რომელიც უფრო მეტად გვინარჩუნებს სომხურ იდენტობას.ამ სოფლის სკოლის სპორტული მოედანი აღადგინეს ჩვენი სკოლის ყოფილი მასწავლებლის, ვალერი ეღიკიანის, ვაჟების უშუალო ინიციატივით. ქველმოქმედი სტეფან ეღიკიანი მიმდინარე წელს სოფელში საბავშვო ბაღის აშენებას აპირებს“, – დაასრულა ქალბატონმა მოვსისიანმა.

სადღესასწაულო დღის მხიარულ ატმოსფეროს სოფლის სკოლის მოსწავლეები ქმნიდნენ. სცენაზე სკოლის ასაკის გომანელები სიმღერითა და ცეკვით გამოვიდნენ.

dhol

erexaner1

Goman1