
წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის სარიტუალო სახლს გაარემონტებენ.სამშენებლო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
განაცხადების მიღება გაიმართება 6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით. ელექტრონული ტენდერის საწყისი ღირებულება 574 525,00 ლარია.
სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 170 კალენდარული დღის განმავლობაში, აქედან 90 დღე 2025 წელს, ხოლო 80 დღე 2026 წელს.
საგარანტიო ვადა 160 დღეა.
ასევე წაიკითხეთ:
რა პრობლემები არსებობს სოფელ ვარევანში?
ფოტო აღებულია სახელმწიფო შესყიდვების გვერდიდან.
გევორგ ჯანოიან