24 მაისის დილას, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის მაცხოვრებლებმა სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დათვი შეამჩნიეს.

ადამიანების დანახვისას ცხოველი ახლომდებარე ტყეში შევიდა.

ცნობისმოყვარე სოფლის მაცხოვრებლებმა შეეცადეს დათვს გაჰყოლოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად დათვი იყო. ტყეში ხალხის დანახვისას დათვმა მოულოდნელად მათკენ გაიქცა.

შეშინებულმა მაცხოვრებლები სწრაფად გაიქცნენ და მანქანაში დაიმალნენ.

ამჯერად, დათვსა და ადამიანებს შორის შეხვედრა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ადგილობრივები ახლა ერთმანეთს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, თავი შეიკავონ ტყის ტერიტორიიისკენ მისვლას.

გევორგ ჯანოიან