Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის აპრილში თბილისში 3,256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის მარტთან შედარებით მცირედ 2.6%-ით არის შემცირებული. ბაზრის ზომა კი 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

დედაქალაქში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც პირველადი ბაზრის ხარჯზე მოხდა.

ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება და ბინების გაყიდვები, 2024 წლის აპრილთან შედარებით 21.3%-ით არის შემცირებული.

2025 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით ფართო ცენტრში – 12.9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში – 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მოიმატა.

ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირველად ბაზარზე ზოგიერთი ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვის საშუალო ღირებულებას 2025 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით გარეუბანში – 7.5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში – 4.4%-ით, ხოლო ფართო ცენტრში სულ რაღაც 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა.