
დღეს ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის 9 მოსწავლე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა.
ახალქალაქის ქართული სკოლა 9 კურსდამთავრებულმა დაამთავრა, მათ სკოლას დაემშვიდობისას აჩვენეს თავიანთი მსახიობობა, ახალგაზრდული ენთუზიაზმი, ქართული ხალხური ცეკვის უნარი და სხვა მრავალი. კურსდამთავრებულებს მიულოცეს ახალქალაქის რესურს ცენტრის დირექტორმა- თერეზა ჩივჩიანმა და სკოლის დირექტორმა, ნინო სუდაძემ.
კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და ყვავილები აჩუქეს, მათ კი თავის მხრივ თბილი სიტყვებით კურსდამთავრებულებს – ახალი, საინტერესო დაბრკოლებებითა და შესაძლებლობებით სავსე ახალ ცხოვრებაში გააცილეს. გამოსამშვიდობებელი წვეულება სავსე იყო სითბოთი, სიამაყითა და სევდათი- სკოლის წლები უკან დარჩა, წინ კი ახალი ჰორიზონტებია.
მშობლები ფარული აღფრთოვანებით უყურებდნენ, თუ ხვალ როგორ დაიწყებდნენ მათი ზრდასრული შვილები ცხოვრების ახალ ეტაპს. ეს დღე ყველას დიდხანს დაამახსოვრდება – როგორც ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის ლამაზი დასასრული და ახლის შთამაგონებლის დასაწყისი.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, წელს სკოლას 37 573 კურსდამთავრებული დაამთავრებს.
II-XI კლასის მოსწავლეებისთვის კი სასწავლო წელი 13 ივნისს დასრულდება.