ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხს აქვს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში არ გვარდება. ყველაზე მწვავე პრობლემებია გზის გაუსაძლისი მდგომარეობა და სასმელი თუ სარწყავი წყლის დეფიციტი, განსაკუთრებით კი სარწყავი სეზონზე.

როგორც ჯავახეთის ბევრ სოფელში, ტურცხშიც შეიმჩნევა მიგრაციის მაღალი დონე. სოფლის მრავალი მცხოვრები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იძულებულნი არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები უკეთესი ცხოვრების საძიებლად. მიგრაციის ძირითადი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება და სამუშაო შესაძლებლობების შეზღუდული რაოდენობაა.

მათევოს ალბერტიანი სოფელ ტურცხის მაცხოვრებელია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ტურცხში. დღეს კი მარტოა მეუღლესთან ერთად. შვილები დიდი ხნის წინ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ.

„დღეს მირეკავენ, მეუბნებიან — მამა, ჩამოვიდეთ სოფელში, ისევ ერთად ვიცხოვროთ. მაგრამ მე უარს ვეწინააღმდეგები, ვეუბნები- ჩამოხვიდეთ, რა
უნდა გააკეთოთ? არც სამუშაო ადგილია, არც შემოსავალი. აქ არ არის ისეთი პირობები, რომ ადამიანი ოჯახით იცხოვროს. ჩემს გულს სურს, რომ დაბრუნდნენ, მაგრამ თუ დაბრუნდებიან, იმედგაცრუებულები დარჩებიან“, — ამბობს მათევოსი.

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტიანობისთვის, არამედ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისთვისაც. წყლის მუდმივი დეფიციტი არა მხოლოდ ართულებს საყოფაცხოვრებო პირობებს, არამედ აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც სოფლის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა. გზების ცუდ მდგომარეობასაც მძიმე შედეგები აქვს, რადგან ის ართულებს ადამიანების გადაადგილებას.

turcx 2

„წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში ყველაზე დიდია. სასმელი წყალი არ ჰყოფნის სოფელს, სარწყავი სეზონზე კი მინდვრები ხმება. სოფელში ბევრი ადამიანი ამუშავებს მიწას, მაგრამ უწყლოდ არაფერი იზრდება. ხელოვნურ ტბებს აშენებენ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ტბა ინგრევა“, — ამბობს სერგეი ავეტისიანი.

აქ არა მხოლოდ წყლის ნაკლებობაზე, არამედ გზების მდგომარეობაზეც ჩივიან.

„გზის მდგომარეობა ძალიან ცუდია, ახალქალაქიდან ჩვენს სოფლის გზაჯვარედინამდე 15 წუთი სჭირდება, გზაჯვარედინიდან ჩვენს სოფლამდე კი 20 წუთი. თუნდაც გზა მხოლოდ გაასწორონ. არ ვამბობთ, მოასფალტებას არ ვთხოვთ, ორმოები შეავსონ, გზა ცოტა გაასწორონ. მრავალი წელია ველოდებით, დაპირებებს ვისმენთ, მაგრამ არაფერი იცვლება. გზა ადამიანისთვის სიცოცხლის საკითხია და არა ფუფუნება“, — ამბობს ტურცხის მაცხოვრებელი, ვინც ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა.

გევორგ ჯანოიან