
20 მაისს, 10:11 საათზე, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სეისმური დაცვის ტერიტორიული სამსახურის სეისმოლოგიურმა ქსელმა დააფიქსირა მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა ჩრდილოეთ განედის 41.08⁰ და აღმოსავლეთ გრძედის 43.88⁰ გეოგრაფიულ კოორდინატებზე, სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში, სოფელ ბავრადან 8 კილომეტრის დაშორებით (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მიწისძვრის სიმძლავრემ 2.9 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
ეპიცენტრალურ ზონაში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 ბალი შეადგინა.
მიწისძვრა იგრძნობოდა შირაკის პროვინციის სოფლებში: ბავრაში, სარაგიუღსა და აშოცქში – 2-3 ბალიიან სიმძლავრით.