
ახალქალაქის რაიონის რიგ სოფლებში წელს კარტოფილის თესვა საგრძნობლად დაგვიანდა. ფერმერები შეშფოთებულები არიან, რადგან ნიადაგი ზედმეტად სველია და ამინდის პირობები არ აძლევს მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
ფერმერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რაც უფრო ადრე დაირგვება კარტოფილი, მით უფრო მაღალი იქნება მოსავლიანობა.
სოფელ ორჯას მაცხოვრებელი მელსიკ მკოიანი ფიქრობს, რომ მიწათმოქმედება ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. მისი აზრით, წელს ახალქალაქში კარტოფილის დათესვა მნიშვნელოვნად დაგვიანდა.
,,ხშირი და ინტენსიური წვიმები არ გვაძლევს მინდორში შესვლის საშუალებას. მიწა სველია, ტალახიანი, ტექნიკა არ მუშაობს და თესლსაც დროულად ვერ ვთესავთ. თუ ასე გაგრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ მოსავალს ან გვიან ავიღებთ, ან ძალიან მცირე იქნება. ყოველ წელს ამ დროისთვის ჩვენ უკვე დამთავრებული გვქონდა თესვა, ახლა კი ჯერ არ დაგვიწყია,” – ამბობს სოფელ ორჯას მცხოვრები მელსიკ მკკოიანი.
სოფელ ვარევანის ნაწილმა მაცხოვრებლებმა კარტოფილის დათესვა უკვე დაასრულეს, ნაწილი კი მიწის გაშრობას ელოდება.
“მე გასულ წელს 2 ჰექტარი დავთესე, წელს კი 80 არ კარტოფილს დავთესავ. ტექნიკა არ მაქვს, ყველაფრისთვის ფულს ვიხდი, დავიღალე სხვებისთვის მიმართვით, სჯობს ცოტა დავთესო. გასულ წელს 50 არ კარტოფილი იძულებული გავხდი ბარით ამომეყარა, რამდენჯერმე მივმართე სოფლის ტრაქტორისტებს, მაგრამ უარი მითხრეს, ახლა კაცთმოყვარეობა აღარ არის, ყველა თავისთვის ცხოვრობს,” – ამბობს სოფელ ვარევანის მაცხოვრებელი, ვინც სახელის დასახელება არ ისურვა.
სოფელ ორჯიდან მამიკონ ნიკოღოსიანს არ დაუწყია ჯერ კარტოფილის თესვა. ის ა ათ გექტარზე მეტ კარტოფილის თესვას აპირებს. კმაყოფილია გასული წლის მოსავალით, ასევე გაყიდვის ფასებით.
,,წელს წვიმები ძალიან გვიშლის ხელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში, იძულებულები ვართ დაველოდოთ, რომ მიწა გაშრეს. გასულ წელს 18 ჰექტარი კარტოფილი დავთესე, წელს კი 10 ჰექტარს დავთესავ. კარტოფილის ფართობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მინდა მთლიანად ახალი თესლი დავთესო. ჩემი აზრით, ძალიან არ დაგვიანებულა, წინ კიდევ კარგი დღეებია, მოვასწრებთ,” – ამბობს მანუკ ნიკოღოსიანი.
სოფელ ვარევნიდან გენებარდ აბაჯიანი კი ამბობს, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა.
,,გასულ წელს 20 აპრილამდე ჩვენს რაიონში მთლიანად დასრულებული იყო თესვა. წელს კი საპირისპირო სურათი გვაქვს. მაისის შუა რიცხვებია, მაგრამ თესლის დათესვა ჯერ არ დაგვიწყია. ახლა მიწა ცოტათი შრება,მაგრამ ისევ იწვიმებს. დრო გადის, ჩვენ კი ჯერ არ დაგვიწყია.”
ხოლო ფერმერი- არშალუის გალსტიანის თქმით, კარტოფილს ორი თვე საკმარისია მოსავლის მისაღებად.
,,ჩვენთან კლიმატის დათბობა ხდება, ორ თვეში კარტოფილი სრულად ასწრებს დამწიფებას. ეს დაკავშირებულია ამინდის დათბობასთან. თუ კარტოფილს 10 ივნისამდე დავთესავთ, მაშინ ეს ნორმალური იქნება. ჩვენი საზოგადოება ყველაფერში ცუდს ხედავს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ იმედი, წინ კარგი დღეებია და ფერმერები მოასწრებენ თესვას. ყველაფერში დადებითი და კარგი უნდა დავინახოთ,” – თქვა არშალუის გალსტიანმა.
გევორგ ჯანოიან