ახალქალაქის „აბულმა“ თბილისის „უქიმერიონი“ 2:0 ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 14-დან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

თამაში 13 მაისს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. გოლები სტეპან მარგარიანმა და რაფაელ დარბინიანმა გაიტანეს.

ეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტური იყო. აბულას შემდეგი თამაში 20 მაისს, თბილისში- იუნკერის გუნდის წინააღმდეგ გაიმართება.