
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა სოფელ ბოზალში საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის 125,726 ლარი გამოყო.
მშენებლობისთვის თანხები უკვე გამოყოფილია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
ბოზალი პატარა სოფელია, რომლის მოსახლეობაც 218 ადამიანს შეადგენს. ის ახალქალაქიდან 21 კმ-ში, ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე მდებარეობს. გზატკეცილთან და რკინიგზასთან სიახლოვის მიუხედავად, სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, რკინიგზის მიერ შექმნილი უხერხულობიდან დაწყებული ახალგაზრდებისთვის დასვენების შესაძლებლობების ნაკლებობით დამთავრებული.
სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა წელს საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის თანხები გაითვალისწინა და 125 726 ლარი გამოყო.