თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს ბარის შიგნით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაცნობებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.