
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ორჯაში ბავშვები კვლავ სათამაშო მოედნის გარეშე იზრდებიან. წლების განმავლობაში სოფლის მცხოვრებლები ამ პრობლემის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ, თუმცა დღემდე საკითხი არ მოგვარებულა. თავისუფალი მიწის ნაკვეთები დროებით სათამაშო ადგილებად იქცა.
მშობლები ღელავენ შვილების უსაფრთხოებისთვის.
„ნახეთ ყველა სოფელში, თუნდაც პატარა დასახლებებში, აქვთ სულ მცირე ერთი პატარა სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. ხოლო ორჯაში არაფერია, გინდათ მთელ საქართველოში ვნახოთ, მხოლოდ ჩვენს სოფელშია ეს მდგომარეობა“, — ამბობს სოფელ ორჯას მაცხოვრებელი მელსიკ მკოიანი.
ორჯაში არ არის არც ერთი საქანელა, სასრიალო ან თუნდაც მოსახერხებელი სკამი ბავშვებისთვის. პატარები იძულებულნი არიან ითამაშონ ავტომაგისტრალების გვერდით. მოსახლეობა ირწმუნება, რომ დიდი ხანია მდგომარეობა ასეთია.
„როდესაც ჩემი პატარა სათამაშოდ გადის, მე მუდმივად ვღელავ. სოფელში არ არის არც ერთი ნაგებობა, სადაც ბავშვებს უსაფრთხოდ შეუძლიათ თამაში. რამდენიმე წლის წინ ააშენეს და დღემდე არანაირი მოწყობილობა არ არის, თუნდაც ერთი საქანელა იყოს ბავშვებისთვის, რატომ არის სხვა სოფლებში საბავშვო სათამაშო მოედანი და ჩვენს სოფელში არ არის“, — ამბობს სხვა მაცხოვრებელი.
სოფელ ორჯაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა რობერტ არევიანმა თქვა.
„ჩვენს სოფელს ყოველწლიურად 16 000 ლარი ეთმობა პრობლემების გადასაჭრელად. სოფლის საბავშვო ბაღიც ამ თანხებით აშენდა, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ არსებულს და დიდი ასაკის ბავშვები შედიან ბაღში და ამტვრევენ. თუ არსებულს მოუვლიდნენ, ახლა საბავშვო მოედანი ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა.“
წლევანდელი სოფლის დახმარების პროგრამის თანხები სოფლის მაცხოვრებლებისთვის საცხოვრებლის ასაშენებლად გამოიყო. მათ არ აქვთ ბავშვთა სათამაშო მოედნის რემონტის გეგმა.
„მომავლისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საბავშვო მოედნის გვერდით საფეხბურთო მოედანი უნდა აშენდეს. თუ თანხა საკმარისი იქნება, საბავშვო მოედანსაც განვაახლებთ“, — დაამატა რობერტ არევიანმა.
გევორგ ჯანოიან