
Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში ვიზიტის დროს გაარკვია, რომ სოფლის ხანდაზმულები არა მხოლოდ დაინტერესებული არ არიან, არამედ არც კი იციან დედაქალაქში მიმდინარე აქციების შესახებ.
სოფლის ცენტრში შეკრებილი საშუალო ასაკისა და ხანდაზმული მამაკაცები ნარდსა და დომინოს თამაშობდნენ. Jnews-მა მიუახლოვდა და დაინტერესდა, არაგვაში იციან თუ არა, რომ დედაქალაქ თბილისში აქციები მიმდინარეობს, რისთვის გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში და ა.შ. გაირკვა, რომ ხანდაზმულები თითქმის არ ადევნებენ თვალს დედაქალაქში რა ხდება.ისინი არც კი ისურვეს ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, სანაცვლოდ კი შესთავაზეს ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე.
არაგვაში მხოლოდ ერთმა- ორმოც წლამდე მამაკაცმა არ თქვა უარი ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ის ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
„ყოველდღე ვკითხულობ ახალ ამბებს, ვადევნებ თვალს, თუ რა ხდება თბილისში. აქ ვცხოვრობთ, როგორ შეიძლება არ ვადევნოთ თვალი ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ძირითადად ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან ვიღებ ინფორმაციას“, — თქვა არაგვის მაცხოვრებელმა- რუდიკ თურვანდიანმა.
საინტერესოა, რომ სოფლის პრობლემებზე საუბრისას ახალგაზრდებს არ აცდიან და პირველები ხანდაზმულები საუბრობენ.
აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ღამის განათების, ნაგვის გატანისა და დაზიანებული გზების პრობლემებს.
„სოფლის შიდა გზის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია, ან ასფალტი დააგონ, ან თუნდაც გაასწორონ. როგორც ხედავთ, არც ერთს არ აკეთებენ, გზა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია – სავსეა მრავალი ორმოთი, ღორღითა და ტალახით, ხოლო წვიმიან და ზამთრის ამინდში გზა თითქმის გაუვალი ხდება“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი- სირაკან უნანიანი.
არაგვაში დღემდე მოუგვარებელია ღამის განათების პრობლემაც.
„გასულ წელს სოფლის ერთ ნაწილში განათება გაიყვანეს, ახლა სოფლის ნახევარი განათებულია, მეორე ნახევარი – არა. ყველა საქმე ჩვენს სოფელში ნახევრად კეთდება, თუნდაც განათების საკითხი მოაგვარონ. მთავარი გზაც კი არაა განათებული“, – თქვა სოფლის ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მაცხოვრებელმა, რომელმაც თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა.
სოფელ არაგვაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა, ღაზაროს უნანიანმა სოფლის პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა:
„გასულ და ამ წელს „დახმარება სოფელს“ პროგრამით თანხა განათებისთვის გამოვყავით. წელს განათების საბოლოო ეტაპამდე მიყვანისთვის ვაპირებთ 30 000 ლარის გამოყოფას. „დახმარება სოფელს“ პროგრამის თანხა 16 000 ლარს შეადგენს, დანარჩენ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ. ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ ჩვენს სოფელში 95%-ით მოგვარდება განათების საკითხი. რაც შეეხება გზის პრობლემას, ყოველწლიურად სოფლის შიდა გზები სწორდება“, – ამბობს ღაზაროს უნანიანი.
გევორგ ჯანოიან