
გლეხები ჩივიან, რომ ნაგვის კონტეინერები მხოლოდ ცენტრალურ გზაზეა განთავსებული და ისიც მცირე რაოდენობით.სოფელ არაგვაში მერის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მალე ნაგვის კონტეინერების რაოდენობას გაზრდიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში სულ 5 ნაგვის კონტეინერია დამონტაჟებული, რაც მთელი სოფლისთვის საკმარისი არ არის.
„სოფლის ერთი ბოლოდან მიწევს მოტანა, რომ ნაგავი ურნაში ჩავაგდო. მოსახლეობის ნაწილი მანქანით მოაქვს, ნაწილი კი ხელით. მიდიხარ მეორე სოფელში, 100 მეტრში ერთი ნაგვის ურნა დგას. სარიტუალო სახლის გვერდით თავიდან ერთი ურნა იყო, ახლა აღარ არის. რა ქნეს, სად წაიღეს, არავინ იცის. სულ მცირე, ნაგვის კონტეინერების რაოდენობა გაზარდონ“, – თქვა სოფელ არაგვას მცხოვრებმა- ვილენ აროიანმა.
არაგვაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა ღაზაროს უნანიანმა Jnews-თან საუბარში დაარწმუნა, რომ წელს სოფელში ნაგვის კონტეინერების რაოდენობა გაიზრდება და ნაგვის გატანის პრობლემა მოგვარდება.
„წელს ჩვენს სოფელს ექნება ახალი ნაგვის ურნები, დაახლოებით 15-20 ურნა დამონტაჟდება სოფლის შიდა გზის სხვადასხვა მონაკვეთზე. ყველაზე საჭირო ადგილებია მაღაზიასთან და სარიტუალო სახლთან. მთავარ გზაზე ნაგვის ურნები დგას, მაგრამ ისინი ჩვენი სოფლისთვის არ არის, ის გზისთვის არის განკუთვნილი“, – თქვა ღაზაროს უნანიანმა.
ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი წელს 200 000 ლარის ოდენობის ახალი ნაგვის კონტეინერების შეძენას გეგმავს. ამრიგად, მერია საბოლოოდ მოაგვარებს მუნიციპალიტეტში ნაგვის კონტეინერების ნაკლებობის პრობლემას.
ახალქალაქის მომსახურების ცენტრმა გასულ წელს 246 ნაგვის ურნა შეიძინა და დაამონტაჟა ქალაქსა და სოფლებში. ისინი დამონტაჟდა როგორც იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი საერთოდ არ იყო, ასევე იმ ადგილებში, სადაც მათი ნაკლებობა იგრძნობოდა.
გევორგ ჯანოიან