
ახალქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე სოფლი ვარევანის მაცხოვრებლების თქმით, წლების განმავლობაში მათი პრობლემები თანდათან მოგვარდა. Jnews-მა ესტუმრა ვარევანს და დაინტერესდა სოფლის პრობლემებით.
რამდენიმე წლის წინ სოფელ ვარევანის მაცხოვრებლებს სასმელი წყლის ნაკლებობა, გზის მშენებლობა, ხიდის შეკეთება, კულტურის სახლის გათბობა, ქუჩის განათება, ნაგვის კონტეინერების არარსებობა და სხვა საკითხები აწუხებდათ.ვიზიტის დროს, სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, რომ ჩამოთვლილი პრობლემები თითქმის მოგვარებულია, გარდა კულტურის სახლის გათბობისა და ქუჩების ღამის განათებისა, რომლებიც ნაწილობრივ არის მოგვარებული.
ეს ცვლილებები განხორციელდა როგორც სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ასევე სოფლის ქველმოქმედთა დახმარებით.
„გზა კარგ მდგომარეობაშია და სოფელში ნაგვის ურნები უკვე დამონტაჟებულია. კარგია, რომ სოფელში ბაღიც არის“, – ამ სიტყვებით იწყებს თავის სოფლის შესახებ საუბარს- სერობ აბაჯიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ სოფლის ცენტრში მდებარე ხიდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს უკვე აღდგენილია. სერობი აღნიშნავს, რომ ხიდის აღდგენის თანხა რუსეთში მცხოვრებმა თანასოფლელმა გაუგზავნეს, ხოლო სამუშაოები სოფლის ახალგაზრდების მიერ შესრულდა.
თირუჰი სუქიასიანი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული პროგრესისა, სოფელში კვლავ რჩება პრობლემები რომლებიც პრიორიტეტულია. მისი აზრით, კულტურის სახლის რეაბილიტაცია და გათბობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს საკითხებს წარმოადგენს. როგორც თირუჰი ბებია აღნიშნავს, ვარევანის მცხოვრებლებისთვის ცეკვა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და სოფელში ფუნქციონირებს ცეკვის წრე, თუმცა ცივ ამინდებში ბავშვები ვერ ესწრებიან გაკვეთილებს, რადგან კულტურის სახლი არ თბება.
„სოფელია და პრობლემებიც ბუნებრივია – სოფელი არ არსებობს, სადაც არაფერი აწუხებთ. მაგრამ პირველ რიგში ჩვენი კლუბი რატომ არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ ბავშვებმა იქ ცეკვა ისწავლონ?“ — ამბობს თირუჰი სუქიასიანი.
შემდეგ, სუქიასიანმა ქუჩის განათების საკითხს შეეხო და აღნიშნავს, რომ სოფლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე ღამის განათება არ არის. ყველაზე ხალხმრავალ ქუჩას, რომელსაც „აბადჯონც მაილა“ (აბაჯიანების უბანი) ჰქვია ღამის განათება არ აქვს“, – აღნიშნა მან.
მანველი საჰარიანი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სოფელ ვარევანში ცეკვას ასწავლის, ამბობს:
„გაკვეთილებს სოფლის კულტურის სახლში ვატარებთ, მაგრამ გათბობის არქონის გამო ზამთარში გაკვეთილები არ ტარდება.“
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში გაკვეთილები არ აქვთ, ბავშვები მაინც გაერთიანებული არიან და წინსვლის დიდი სურვილი აქვთ. ნათელი მაგალითია ის, რომ 24 აპრილს ბავშვებმა სოფლის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პარკში წავიდნენ, სადაც გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პატარა „წიწერონაბერდის“ მემორიალური კომპლექსია აღმართული.ისინი 1,5 მილიონი უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნას მემორიალური კომპლექსი ყვავილებით შეამკეს.
Jnews-მა სოფელ ვარევანში ახალქალაქის მერიის წარფმომადგენელს- სოფლის გამგებელს მიშა სტეფანიანს კითხვით მიმართა, თუ გადაწყვეტის რა ეტაპზეა კულტურის სახლის გათბობისა და ქუჩების განათების საკითხი?
მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს „დახმარება სოფელს“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 16 000 ლარი ქუჩების განათების პრობლემის მოსაგვარებლად დაიხარჯება. მისი თქმით, ის ქუჩები- სადაც ამ ეტაპზე ღამის განათება არ არსებობს, წელს განათდება და სოფლის ყველა ქუჩა უზრუნველყოფილი იქნება განათებით.
რაც შეეხება კულტურის ცენტრის გათბობას, მან თქვა:
„კულტურული ცენტრის გათბობას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება. ვინ გადაიხდის ამას?“
ფენია თოროსიან