
სოფელ თირკნაში წყალსაცავის ასაშენებლად ასი ათასობით ლარი დაიხარჯა, წყალმომარაგების სისტემა გაკეთდა, მაგრამ წყალი მაინც არ არის. დღემდე მოსახლეობა ჭის წყალს იყენებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თირკნაში ერთ დროს 70 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 20 ოჯახია დარჩენილი. სოფლის მაცხოვრებლები მთავარ პრობლემებს შორის სასმელი წყლის პრობლემას ასახელებენ.
„წყლის პრობლემა ჩემს დაბადებამდეც იყო და დღემდე გრძელდება. 67 წლის კაცი ვარ და ალბათ ვერ დავინახავ წყლის მოსვლას. 21-ე საუკუნეში ჩვენ ელემენტარული პირობების გარეშე ვცხოვრობთ. ჩვენს სოფელში ყველას თავისი ჭა აქვს. წყალი ადამიანებამდე წყლის ტუმბოების დახმარებით აღწევს, ყოველწლიურად 2-3 ტუმბო ფუჭდება და შესაბამისად საჭირო იქნება შეცვლა, რომლის ღირებულებაც 300 ლარიდან იწყება“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
სოფლის მაცხოვრებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თირკნაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი წყლის საკითხია.ისინი ამ სოფელში წყალსაცავი ააშენეს და წყლის მილი დაამონტაჟეს, მაგრამ უშედეგოდ.
„იმ მილებიდან ერთი წვეთი წყალიც არ გადმოსულა. ჩვენი წყალი გომანიდან უნდა მოსულიყო, მაგრამ ამბობენ გომანს ძლივს ყოფნის და თქვენ ვერ მოგცემთ“, – ამბობს არაქსი სარგსიანი.
თირკნა სოფლის სპეციალისტი მარტინ გალსტიანი ამბობს:
„წყლის პრობლემა დიდი ხანია არსებობს ჩვენს სოფელში. არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც სოფელ სამსარიდან უნდა მოიყვანონ წყალი ბუღაშენში, ბალხოსა და თირკნაში“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოსისიანმა თქვა:
„თირკნას წყალი სოფელ ოლავერდიდან უნდა მოსულიყო, მაგრამ წყლის მარაგი შემცირდა და ამიტომაც თირკნა წყლის გარეშე დარჩა. ჩვენ გვაქვს გეგმა ბუღაშენში წყლის ამოტუმბვისა და იმავე გეგმის ფარგლებში, სოფელ თირკნასა ექნება სასმელი წყალი, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.ჩვენ გვაქვს გეგმა ბუღაშენში წყლის ამოტუმბვის და ამავე გეგმის ფარგლებში, სოფელ თირკნასაც ექნება სასმელი წყალი, ეს უახლოეს მომავალში მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს სოფელ თირკნას წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი იყო 73 ათას ლარზე მეტი, თუმცა წყალმომარაგების პროექტი არ განხორციელდა. 2019 – 2020 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარისა და ბიუჯეტის სახსრებით 40 000 ლარის გამოყოფით აშენდა წყალსაცავი, სადაც წყალი სხვა წყალსაცავიდან (სოფელ გომანიდან) უნდა ჩასულიყო, თუმცა იმ წყალსაცავშიც წყალი არ არის.
სოფელ თირკნაში სიტუაცია რთულია, სოფელი „გამქრალთა“ რიგს უახლოვდება, მაცხოვრებლები რუსეთში მიდიან და სოფელში ახალგაზრდები თითქმის არ არიან. ბავშვები სოფელ ბარალეთის საბავშვო ბაღში დადიან, ხოლო სკოლის მოსწავლეები კი ზაკის საჯარო სკოლაში მიდიან.
წაიკითხეთ ასევე:
„გამქრალ” სოფელში წყლის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია
სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდების მცდელობა, კვლავ ჩაიშალა
გევორგ ჯანოიან