დღეს- 24 აპრილს, როდესაც მთელ მსოფლიოში სომხები ქედს იხრიან 1915 წლის წმინდა მოწამეთა ხსოვნას, თბილისში ეს დღე ასევე გამოირჩეოდა სულიერებით, ერთიანობით და სამართლიანობისკენ მოწოდებით. საქართველოს დედაქალაქში თურქეთის საელჩოს წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ინიციატივით აქცია გაიმართა.

აქციაზე შეიკრიბნენ სომხური თემის წარმომადგენლები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები, ახალგაზრდები და მოხუცები. ყველას ერთი და იგივე იდეა აერთიანებდა-გვახსოვდეს, მოვითხოვოთ და არასდროს დავივიწყოთ. გენოციდის თემაზე მოწყობილი გამოფენა იყო ნათელი შეხსენება იმისა, რომ ისტორია არ გაჩუმდება, არამედ ალაპარაკდება.

დღის 12 საათზე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდა შუამდგომლობის წესი, ამით პატივი მიაგეს 1915 წელს მომხდარ სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნას. ლოცვისა და სანთლების დანთების დროს ეკლესიაში ღრმა სიჩუმე სუფევდა – ქედი მოიხარეს წარსულის ტკივილისადმი და აღორძინებული სულის წინაშე.

მომთხოვნი აქცია გაიმართა 14:00 საათზე, საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები მხრს უჭერდნენ სომეხი ერის სამართლიან მოთხოვნას- აღიარებასა და მიზღვას იძახდნენ.

8

5

7

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მარადიული ხსოვნის გარდა, მოხსენიებულ იქნა აგრეთვე აზერბაიჯანის მიერ უკანონოდ დაკავებული სომეხი ტყვეები, რომლებიც აზერბაიჯანის ციხეებში იმყოფებიან და დევნას განიცდიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ პრეზიდენტმა არტურ მირზოიანმა თურქეთის საელჩოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„დღეს აზერბაიჯანში მხოლოდ მათ არ ასამართლებენ, დღეს ბაქოში თითოეულ ჩვენგანს ასამართლებენ, ყველას, ვინც თავს სომეხად თვლის. ჩვენს თვალწინ სამყარო დუმს, საერთაშორისო საზოგადოება არ რეაგირებს ამ უსამართლობას და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ ერთიანი, ჩვენ არ გვაქვს მოდუნებისა და სასოწარკვეთილების უფლება“.

3

6

ისაუბრა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმაც. სიტყვით გამოსვლისას ის დღეს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

„თურქეთი იგივე პოლიტიკას ატარებს, ისინი 110 წელია, ყოველდღე ანადგურებენ ჩვენს ათასწლოვან კულტურულ მემკვიდრეობას და კიდევ 110 წლის სამუშაო აქვთ, ვიდრე ჩვენ გონს არ მოვალთ და არ გავერთიანდებით, რომ გადავარჩინოთ თუნდაც ის, რაც დარჩა. მეტსაც გეტყვით, ბოლო წლებში საქართველოში ანტისომხური ყველა გამოვლინების უკან ძირითადად თურქები და აზერბაიჯანელები დგანან თავიანთი მილიონებითა და მილიარდებით. ისინი არ მოისვენებენ, სანამ ამ რეგიონიდან უკანასკნელი სომეხი არ მოისპობა, ეს ჩვენ ნათლად უნდა ვიცოდეთ“.

11

აქციის განმავლობაში აფრიალდა სომხეთის დროშა, გაისმა პატრიოტული სიმღერები და ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები.

1

2

დღევანდელი ღონისძიება იმის დასტური იყო, რომ თაობებს არ დავიწყებიათ და არ დაივიწყებენ. ეს იმის დასტურია, რომ სომხები ითხოვენ მანამ, სანამ სამართლიანობა არ არის აღიარებული და კონპენსირებული.