რუსთავის ერთ-ერთ ტბაში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამა და შვილები არიან. ინფორმაციას Interpressnews.ge ავრცელებს.

თანასოფლელების თქმით, ისინი ორი დღის წინ გაუჩინარდნენ და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ მამა და შვილი გარდაბანში სათევზაოდ იყვნენ წასული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.