აღდგომის დღესასწაულს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ეს დღესასწაული, რომელიც ჯავახეთში საეკლესიო დღესასწაულებიდან ყველაზე გავრცელებულია, სხვადასხვა სოფელში თავისებურად აღინიშნება. ზოგიერთ სოფელში აღდგომას საოჯახო გარემოში აღნიშნავენ, ზოგიერთ სოფელში – მეგობრულ, ზოგიერთ სოფელში კი მთელი სოფელი ერთად იკრიბება და ასრულებენ ლამაზ ადათ-წესებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში აღდგომის დღესასწაულს ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საინტერესო თამაშები ახლავს, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იმდენად მოეწონა ხალხს, რომ უკვე დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ვარევანში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციის შესახებ ბევრს სმენია, ჩვენ ვეცადეთ უფრო დეტალურად გაგვეგო და წარმოგვედგინა. ვარევანის სოფლის მაცხოვრებელმა, მკრტიჩ აბაჯიანმა დიდი ენთუზიაზმით გვიამბო მათ სოფელში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ადათ-წესების შესახებ.

მან მოყვა, რომ შაბათს, საღამოს 6 საათის შემდეგ, სოფლის მაცხოვრებლები სტუმრობენ „ხუნკიანოსის“ სახელწოდების ეკლესიას, სადაც ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ. შემდეგ კი, სკოლის მე-11 და მე-12 კლასის ბიჭები იკრიბებიან და მთელ სოფელში დადიან სიმღერითა და მილოცვებით.

მკრტიჩი ასევე ამატებს:

„სკოლის მე-11 და მე-12 კლასების ბიჭები ვარდისციხეში დილის 10 საათზე ადიან (ვარდისციხე წმინდა ადგილია სოფელ ვარევანთან, ბორცვზე), ანთებენ სანთლებს, წვავენ საბურავებს და 9-ჯერ მღერიან- აღდგომის ხარება ჩვენ და თქვენ ,გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, ქრისტიანებო ეკლესიაში მობრძანდით.შემდეგ ამბობენ „ქრისტე აღსდგა“ რასაც პასუხად მოჰყვება „ჭეშმარიტად აღსდგა“.ამ სიმღერას 9-ჯერ მღერიან, შემდეგ სოფელში ბრუნდებიან, ღამის 12 საათამდე სანამ დღე შეიცვლება ეკლესიაში რჩებიან, 12 საათზე ეკლესიის ზარები 9-ჯერ რეკავს, ისინი კი ეკლესიის წინ კიდევ 9 ჯერ მღერიან , შემდეგ ჩადიან სოფლის ცენტრში, სიმღერით სოფლის ყველა სახლს გაივლიან“- ჰყვება მკრტიჩ აბაჯიანი.

ახალგაზრდები მთელ სოფელს გაივლიან და ყველა სახლთან მღერიან. თითოეულ სახლთან მღერიან იმდენ ხანს, სანამ პასუხად- „ჭეშმარიტად აღსდგა“-ს მიიღებენ.

მან აღნისნა, რომ „ხარება ჩვენ“-ს მხოლოდ სომხურ კათოლიკურ სოფლებში მღერიან, მაგრამ ახალქალაქის სომეხ კათოლიკურ სოფლებიდან მხოლოდ სოფელ ვარევანშია შემორჩენილი აღდგომის დღესასწაულზე სიმღერის, სახლიდან სახლში სტუმრობისა და მოლოცვის ტრადიცია.

მკრტიჩმა ასევე გვიამბო, რომ ამ რიტუალს ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება, განსაკუთრებით პატარები. თავისი ბავშვობა გაიხსენა და თქვა:

როცა პატარა ვიყავი, ძალიან ველოდებოდი აღდგომას — როდის მოვლენ ჩვენს სახლში, რომ იმღერონ და მეც ვუპასუხო!

აღდგომა ვარევანელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაულია.მკრტიჩის თქმით, ეს ადათ-წესი მათ სოფელში უკვე 70 წელზე მეტია რაც ტარდება.

როდესაც მომღერლები სოფელში ყველა სახლთან სიმღერას ასრულებენ, დაახლოებით ღამის 2 საათისთვის ბრუნდებიან ეკლესიაში და იქვე იძინებენ.
დილით- 8 საათზე, ისევ იწყებენ სოფელში სიარულს. სოფლის მაცხოვრებლები ძირითადად ურიგებენ ახალგაზრდებს კვერცხებს ან ფულს.

შეგროვებული თანხით ყიდულობენ საჩუქრებს ეკლესიისთვის, იხდიან ეკლესიის კომუნალურ ხარჯებს და ყიდულობენ სანთლებს.

ვარევანელებს კიდევ ერთი საინტერესო საეკლესიო ტრადიცია აქვთ. ეკლესიაში გვაქვს ქრისტეს ქანდაკება, რომელსაც ეკლესიის შუაში ვათავსებთ.საღამოს- 12 საათის შესრულების შემგედ, მორწმუნეები მოდიან ეკლესიაში და სანთლებს ანთებენ, სინათლე კი სახლებსი მიაქვთ.ქანდაკებას მაგიდაზე ვდებთ ახალგაზრდები, ვინც სიმღერას მღერის ოცნების ჩაფიქრების შემდეგ- ქანდაკების ქვემოდან გაივლის.

„ბევრია ისეთი, ვისი ჩაფიქრებული სურვილები ასრულდა“, – გვარწმუნებს მკრტიჩი.

ასე აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ახალქალაქიდან დაახლოებით 20 კმ-ში მდებარე სოფელ ვარევანში.

ფენია თოროსიან