
14-იდან 19 აპრილამდე სომხეთის დედაქალაქში ტარდება ერევნის მერის თასი 2025 – კრივის საერთაშორისო ღია ტურნირი, რომელიც შეტანილია კრივის ევროპული კონფედერაციის (EUBC) ოფიციალურ კალენდარში. 10 ქვეყნის სპორტსმენების სიაში მონაწილეობენ საქართველოს მოკრივეებიც, მათ შორის ახალქალაქის წამყვანი მოკრივეები არტიუშ გომციანი და არშაკ ელიზბარიანი. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თასისთვის.
შეჯიბრში მონაწილეობენ 10 ქვეყნის სპორტსმენები: სომხეთი, კვიპროსი, ისრაელი, რუსეთი, ყაზახეთი, საქართველო, ირანი, ერაყი, პალესტინა და მოლდოვა. სომხეთის ნაკრებს წარმოადგენს 30 მოკრივე. საერთაშორისო ტურნირზე საქართველოდან 5 სპორტსმენი მონაწილეობს.
სპორტსმენებმა ტურნირზე პირველი გამარჯვებები უკვე დააფიქსირეს. ამრიგად, გუშინ, 15 აპრილს, არტიუშ გომციანმა 63,5 კგ წონით კატეგორიაში კვიპროსის წარმომადგენელი ლუკა ლუკასა დაამარცხა, ხვალ, 17 აპრილს კი მოლდოველ იანუშ კარავანთან იბრძოლებს.
ხვალ- 17 აპრილს, კიდევ ერთი მოკრივე საქართველოდან, გიორგი გრგრიაშვილი, ასევე იბრძოლებს სომხეთიდან სპორტსმენ ნარეკ ჰოვჰანნისიანთან.
ახალქალაქელმა არშაკ ელიზბარიანმა დღეს – 16 აპრილს, ასევე გაიმარჯვა. ის ყაზახ მოკრივე დომირ სინეევთან იბრძოდა.
გუშინ- 15 აპრილს, 67 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ასევე არჩილ გაფრინდაშვილმა, რომელიც ერაყის წარმომადგენელ მოჰამედ აბდულაჰთან იბრძოდა, ხოლო დღეს, სომხეთის წარმომადგენელ არმენ მაშაქარიანთან დამარცხდა.
დღეს, 16 აპრილს, 67 კგ წონით კატეგორიაში ლევან დემუროვმა იბრძოლა და მოლდოველი მოკრივე ალექსანდრე პარასკინი დაამარცხა.
Jnews-ი თვალს ადევნებს ერევანში მიმდინარე კრივის საერთაშორისო ჩემპიონატის მიმდინარეობას და მკითხველს ტურნირიდან მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობს.