2025 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყნის სახელმწიფო ვალი 8,716 მილიარდი დოლარია, რაც 138,47 მილიონი დოლარით მეტია მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებელზე.

ცნობილია, რომ 6,337 მილიარდი დოლარი მრავალმხრივი სესხებია, ხოლო 1,52 მილიარდი დოლარი – ორმხრივი სესხები.

საქართველოს მთავარი კრედიტორები 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით:

▪️ აზიის განვითარების ბანკი- 2,292 მილიარდი დოლარი,
▪️ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი- 1,669 მილიარდი დოლარი,
▪️ ევროპის საინვესტიციო ბანკი- 1,111 მილიარდი დოლარი,
▪️ საერთაშორისო განვითარების ასოციაცია- 456.8 მილიონი დოლარი,
▪️ საერთაშორისო სავალუტო ფონდი- 179 მილიონი დოლარი.

საქართველოს ორმხრივი საკრედიტო ვალდებულებები 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით:

▪️ საფრანგეთი- 783,587 მილიონი დოლარი,
▪️ გერმანია- 582,674 მილიონი დოლარი,
▪️ იაპონია- 121,792 მილიონი დოლარი,
▪️ ავსტრია- 10,721 მილიონი დოლარი,
▪️ ქუვეითი- 8,5537 მილიონი დოლარი,
▪️ აშშ – 5,902 მილიონი დოლარი.

გარდა ამისა, საქართველოს ვალი რუსეთის მიმართ შეადგენს თითქმის 4 მილიონ დოლარს, თურქეთის მიმართ – 1,139 მილიონ დოლარს, ხოლო ყაზახეთის მიმართ – 636 ათას დოლარს.