სოფელ აზმანაში დაახლოებით 45-50 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა წლების განმავლობაში ჩივის, რომ არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა. ხალხს ასფალტირებული გზა და საკუთარი სახლების პრივატიზების შესაძლებლობა სურს.

ახალქალაქის სოფელი აზმანა რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. წლების განმავლობაში ამ სოფელშიც იგივე პრობლემები აწუხებდათ.

აზმანამდე მისასვლელად უნდა გაიაროთ სოფელი ოკამი და მარცხნივ მოუხვიოთ გზაჯვარედინზე, სადაც მთავრდება ასფალტი.

გზის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ მცირე, სკოლამდე მაინც გააკეთონ ასფალტი, როგორც ხედავთ, სოფელში შემავალი და შიდა სასოფლო გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია», – ამბობს აზმანა სოფლის მცხოვრები სერგეი ფამბუხჩიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის- არა მოვსისიანის თქმით, მუნიციპალიტეტი წელს აზმანაში გზის შეკეთებას არ გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, ის 2026-2027-ისთვის არის დაგეგმილი.

გარდა გზის პრობლემისა, სოფელს სარწყავი სისტემის პრობლემაც აქვს, ზაფხულში საკმარისი სასმელი წყალიც კი არ არის.ასევე აქტუალურია გაზიფიცირების საკითხიც.

„საკმაოდ ბევრი პრობლემაა“. არ ვიცი რა ვთქვა, რა გამოვტოვო. არჩევნების დროს მოდიან და ამბობენ, რომ ყველა საკითხს მოაგვარებენ, არჩევნების შემდეგ კი არავის ვნახულობთ“, – ამბობს სოფლიდან ნუგზარ გელაძე.

აზმანაში პრივატიზაციის საკითხი მრავალი წელია არ წყდება.

„საკუთარი სახლების და მიწების პრივატიზება მაინც შევძლოთ. აქ 1990 წლიდან ვცხოვრობთ, ხვალ-ზეგ შეიძლება ვინმე მოვიდეს და თქვას, ეს ჩემი სახლია, წადი აქედან. არავინ იცის რა იქნება ხვალ. დაგვუკავსირდით შესაბამის პირებთან, მაგრამ დიდი იმედი არ გვაქვს“, – ამბობს სოფელ აზმანის მაცხოვრებელი გენადი მეხეშიძე.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არა მხოლოდ სოფელი აზმანის მცხოვრებლები ვერ ახერხებენ საკუთარი სახლების დარეგისტრირებას, არამედ ოკამის, აფნიის, გოგაშენის, ქარცეფის, კოთელიის, პტენისა და ჩუნჩხის სოფლების მცხოვრებლებიც. ისინი აჭარიდან 1988-1989 წლებში სტიქიური უბედურების შემდეგ აქ გადმოასახლეს, თუმცა ვერ ახერხებენ იმ სახლების პრივატიზებას, სადაც ცხოვრობენ. ეს სახლები თითქმის ოთხი ათეული წლის წინ აშენდა.

Jnews-მა საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც მათ უპასუხეს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უფასო რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ჩვენს კითხვაზე, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არის სოფლები, რომელთა მოსახლეობაც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა სახლებისა და მიწების პრივატიზებას, ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ მიწის აზომვის პროცესი მიმდინარეობს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოსახლეობა ინფორმირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი დაზუსტება.

შემდეგ Jnews-მა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, napr.gov.ge-ზე რამდენიმე მოსახლის მონაცემები შეიტანა და გაირკვა, რომ სოფელ აზმანაში მიწებისა და სახლების რეგისტრაცია მიმდინარეობს, ანუ დადებითი და უარყოფითი პასუხი ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.

 

გევორგ ჯანოიან