ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს შესასვლელში ხელოვნური ნაგავსაყრელი, რომელიც ნაგვის კონტეინერების გამოჩენის შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი გახდა, ახლა ისევ თვალშისაცემი გახდა. სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მხოლოდ ნაგვის ურნაში ყრიან.

სოფელ ბეჟანოს შესასვლელთან, გზაჯვარედინზე, მრავალი წელია, ორი დიდი, ფერადი ნაგავსაყრელია. ბოლოს ნაგავსაყრელი 4-5 წლის წინ გაიწმინდა. ნაგვის რაოდენობა ამ ტერიტორიაზე შარშან ნაგვის კონტეინერების დამონტაჟების შემდეგ შემცირდა. ბეჟანოში 14 კონტეინერი დამონტაჟდა; სოფელში 200-მდე ოჯახი ცხოვრობს. კონტეინერები მოთავსებულია ერთმანეთისგან 50-100 მეტრის დაშორებით.

svalka bejano

თუმცა, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ნაგავსაყრელი კვლავ თვალსაჩინო გახდა – ნაგვის ახალი საბადოები გაჩნდა: საყოფაცხოვრებო ნარჩენები და დამპალი კარტოფილი. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ნაგავს მხოლოდ კონტეინერებში ყრიან, მინდვრებიდან კი გაფუჭებულ კარტოფილს აგროვებენ და არ იციან კონკრეტულად ვინ აბინძურებს ამ ადგილს.

svalka bejano

ჩვენ სოფლის რამოდენიმე მცხოვრებს გავესაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი სახელები არ დაასახელეს, ქვემოთ გთავაზობთ მათ კომენტარებს:

„ნაგავს მხოლოდ კონტეინერებში ვყრით. ყველაფერი აქ კარგად იყო გაწმენდილი. ადრე კი, მანამ ნაგვის ურნებს დაამონტაჟებდნენ, ნამდვილად აქ ვყრიდით ნაგავს“, – თქვა ერთმა ქალმა.

„არა, ჩვენ იქ არ ვყრით. ყველაფერი კონტეინერებში მიგვაქვს. დამპალ კარტოფილს კი ბოსტანში ვყრით. კონტეინერებში გადაყრა აკრძალული გვაქვს. ბოსტანშიც არასწორია, მაგრამ სად წავიღოთ. გაზაფხულის დახარისხების შემდეგ ყველას რჩება დამპალი და გაფუჭებული კარტოფილი“, – ამბობს სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები.

მაცხოვრებლებს ვისაც ვესაუბრეთ, ყველა თქვა, რომ ნაგვის გატანაში არ იხდიან. სერვისცენტრის ინფორმაციით, სოფელ ბეჟანოდან ნაგავი რეგულარულად გააქვთ, მაგრამ თანხის აკრეფა ჯერ არ ხორციელდება, პროცესი მოსამზადებელ ეტაპზეა (თანამშრომლების აყვანა და ა.შ.).

ახალქალაქის სერვისცენტრი ნაგვის გატანის საფასურს აგროვებს შემდეგი სოფლებიდან: ხანდო, გომანი, დადეში, ბალხო, ხულგუმო, ხოსპიო, მარტუნი, კულიკამი, მურჯახეთი, ტურცხი, დილისკა, ჩამდურა, ბარალეთი, ლომატურცხი, ბავრა, კორხი, ტოთხამი, მაჯადია, ბუხაშენი, გოდოლარი, ორჯა, კარტიკამი, ფილიპოვკა.

სერვისცენტრის ინფორმაციით, ყველა სოფელში, სადაც ნაგვის კონტეინერებია დამონტაჟებული, რეგულარული დასუფთავება ტარდება, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ. იმ სოფლებში, სადაც კონტეინერები ახლახან დაიდგა, საფასურის აკრეფა ჯერ არ ხორციელდება, რადგან პროცესი ჯერ არ არის მოწესრიგებული.

ფიზიკური პირებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაწესებულია ნაგვის გატანის ტარიფი- 50 თეთრი თვეში ერთ ადამიანზე. თუ ოჯახში ოთხზე მეტი ადამიანია, გადასახადი 2 ლარს შეადგენს. კონტროლიორები, რომლებიც სააბონენტო გადასახადს აგროვებენ, შეგროვებული თანხის 30%-ს ხელფასის სახით იღებენ.