ახალქალაქის რაიონის ზოგიერთ სოფელში უკვე დაიწყეს მიწის დამუშავება, ზოგიერთში კი ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიწის დამუშავების დასაწყისს გლეხები ძირითადად ქერის თესვით აყენებენ, შემდეგ თესავენ საგაზაფხულო ხორბალს, შვრიას და ცოტა მოგვიანებით ბოსტნეულს: კარტოფილს, სტაფილოს, ჭარხალს, კომბოსტოს და სხვა. ამ სამუშაოებს ასრულებენ როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საშუალებით, ასევე ხელით.

მიწის დამუშავება წლიდან წლამდე იოლდება სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წყალობით, მაგრამ ასევე იზრდება გლეხის „ხარჯებიც“. მიწის ტექნიკით დასამუშავებლად გლეხს გადახდა უწევს.

საინტერესოა, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლებში მიწის დასამუშავებლად სხვადასხვა ფასს იხდიან. Jnews-ი რაიონის 5 სოფლის მაგალითზე წარმოგიდგენთ, თუ რომელ სოფელში რა თანხას იხდიან 0,01 ჰა მიწის მოხვნაში.

სულდაში 0,01 ჰა ქერის, ხორბლისა და შვრიის დასათესად საჭიროა 1 ლარის გადახდა, ხოლო 0,01 ჰა კარტოფილის დასათესად – 2 ლარის.

სოფელ ხანდოში 0,01 ჰა ქერის, ხორბლისა და შვრიის დასათესად უნდა გადაიხადონ 0,5 ლარი და 250 გრამი საწვავი, ხოლო 0,01 ჰა კარტოფილის დასათესად 1,50 ლარი და 300 გრამი საწვავი.

სოფელ ვარევანში 0,01 ჰა ქერის, ხორბლისა და შვრიის დასათესად 0,8 ლარი და 400 გრამი საწვავი უნდა გადაიხადონ, ხოლო 0,01 ჰა კარტოფილის დასათესად 1 ლარი და 300 გრამი საწვავი.

სოფელ ბუღაშენში 0,01 ჰა ქერის, ხორბლის, შვრიის დასათესად 3 ლარი უნდა გადაიხადონ, 0,01 ჰა კარტოფილის დასათესად კი 4,50 ლარი.

სოფელ აზავრეთში 0,01 ჰა ქერის, ხორბლისა და შვრიის დასათესად 2,50 ლარი, ხოლო 0,01 ჰა კარტოფილის თესვაში 4,50 ლარი უნდა გადაიხადონ.

სოფელ ხანდოდან ახალგაზრდა მიწათმოქმედი არსენ თოროსიანი ამბობს:

„იმისათვის, რომ მივიღოთ უხვი მოსავალი, მიწის დამუშავებისას ჩვენ ასევე ვიყენებთ აზოტოვან სასუქებს. წლიდან წლამდე იცვლება სასუქის ფასი, ძირითადად ძვირდება. გასულ წელს აპრილში ერთი ტომარა აზოტოვანი სასუქი 83 ლარად ვიყიდეთ. წელს ჯერ არ მიყიდია, მაგრამ ამბობენ 85 ლარია“.

ინფლაცია საწვავზეც შეინიშნება.

„რაც შეეხება საწვავს, გასულ წელს 2,80 ლარად ვყიდულობდით, მაგრამ წელს 2,90 ლარია“, — დაამატა არსენმა.

ამ პერიოდში ხშირად ხდება ფასების ცვლილებები, რაც მუდმივად აწუხებს გლეხებს.

ფენია თოროსიან