
უკვე წელიწადნახევარია, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხასა და პტენაში მცხოვრებლები ბუნებრივ გაზს იყენებენ. Jnews-მა ეს ორი სოფელი შემოიარა, რათა გაეგო როგორ შეიცვალა სოფლის მცხოვრებთა ცხოვრება.
ლარისა მიქელაძე სოფელ ჩუნჩხის მაცხოვრებელია. ის კმაყოფილია, რომ ლურჯი საწვავი საბოლოოდ მოვიდა მათ სოფელში. მისი თქმით, სახლებს ბუნებრივი აირით ათბობენ და მათი ცხოვრება მეტად გამარტივდა.
„გაზის ღუმელი ვიყიდეთ და მთელი სახლი ვათბობთ გაზით. ჩვენს სოფელში, დაახლოებით მოსახლეობის 90%-ი უკვე იყენებს ბუნებრივ გაზს,“ – ამბობს ლარისა მიკელაძე.
თუ სოფელში ბუნებრივი გაზის პრობლემები იჩენს თავს, სოფლის მოსახლეობა მიმართავს ახალციხეს, მაგრამ ახალციხეში კი არ მიდიან, არამედ რეკავენ SOCAR-ში დასაქმებულ თავიანთ თანასოფლელს.
„პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ ბუნებრივ გაზს ვიყენებ როგორც საჭმლის მომზადებისთვის, ისე სახლის გათბობისთვის. ცხოვრება ბევრად შეიცვალა დადებითად. როდესაც გაზი არ გვქონდა, მთელი დღე სჭირდებოდა ღუმელში ხის ჩაყრა, რომ შემთხვევით არ ჩამქრალიყო, ახლა ცხოვრება ბევრად გამარტივდა,“ – ამბობს პტენა სოფლის მაცხოვრებელი გოლნაზი კოჩალიძე.
ჩუნჩხა და პტენა სოფლების მაცხოვრებლები გაზის თითოეულ წერტილზე 400 ლარი გადაიხადეს.
აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლების რეგიონული განვითარების გეგმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები პტენა და ჩუნჩხა სახელმწიფო პროგრამით გაზიფიცირებისთვის შეირჩა. აშენდა მაგისტრალური გაზსადენი, მაგრამ გაზი აბონენტამდე არ მისულა და გაზსადენმა ავარიაც კი მოხდა. საბოლოოდ, რამდენიმეწლიანი გაურკვევლობის შემდეგ, „SOCAR“ დაიწყო ბუნებრივი აირის დისტრიბუცია აღნიშნულ სოფლებში. შედეგად, 2023 წლის ოქტომბერში ლურჯი საწვავი ხელმისაწვდომი გახდა სოფლების ჭუნჩხასა და პტენაში მცხოვრებთათვის.
აღვნიშნოთ, რომ პტენასა და ჩუნჩხა სოფლებში სულ – 150 ოჯახი ცხოვრობს.
წაიკითხეთ ასევე- ჩუნჩხასა და პტენაში ზოგიერთ აბონენტს გაზი უკვე ჩაურთეს
აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების საკითხი კვლავ აქტუალურია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
გევორგ ჯანოიან