
29 მარტს ნინოწმინდის სპორტდარბაზში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული შეჯიბრები, სადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის გოგოების გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.
ქალაქ ნინოწმინდაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის გოგოების გუნდმა წარმატებით გამოვიდა მაგიდის ჩოგბურთის რეგიონულ ტურნირში და მეორე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.
ახალქალაქის სპორტსმენების მონაწილეობა რეგიონულ თამაშებში ორგანიზებული იყო მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საკითხების, ტურიზმის განვითარების და გენდერული თანასწორობის სამმართველოს მიერ.