23 მარტს, თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს 6:1 ანგარიშით მოუგო. თამაშის შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობა ჩანს.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო დონეზე ორივე მხრიდან ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა და ასევე უცნობია იძიებს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სომხეთის ნაკრების გულშემატკივრებზე თავდასხმის შემთხვევას. თუმცა, ინციდენტი ფართოდ განიხილება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ ქართველი გულშემატკივრები მოედანზე გაიქცნენ და სტუმრების ტრიბუნისკენ გაემართნენ, სადაც სომეხი გულშემატკივრები იმყოფებოდნენ.

„ასეთი ქმედება სტუმრებისა და გულშემატკივრების მიმართ მიუღებელია და გუნდს არ მიეცა საშუალება გულშემატკივრებთან ერთად აღენიშნა გამარჯვება. ამ ქმედების გამო ჩვენს გუნდს და ერთგულ გულშემატკივრებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს“, – Geo Team-ის გადმოცემით ამბობს კობიაშვილი.

თამაშის დროს გადაღებულ ვიდეოში აჩვენეს, რომ გულშემატკივრები ბარიერებს ახტებიან, ხოლო პოლიცია და ინსპექტორები ცდილობდნენ ქაოსის შეჩერებას.

ვიდეოში სენიკ კარა-პოღოსიანის- „პროფფეხბურთი” პროგრამის ციკლის ავტორი და კომენტატორი, რომლის ისტორიაც 20 წელზე მეტს ითვლის, საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაფრინავდნენ სხვადასხვა ნივთები სომეხი გულშემატკივრებისკენ.

„შეიძლება ითქვას, რომ დინამო არენაზე სომხურ და ქართულ სექციებს შორის დაცვა საერთოდ არ იყო, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი, თუნდაც სიმბოლური, არ იყო. მსგავსი არაფერი მინახავს. ჩვენ, სომეხ გულშემატკივრებს, საათნახევარი მოგვიწია, სანამ ყველა დინამოდან გავიდოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს გარეთ გასვლის უფლება, უკვე საკმაოდ ციოდა. ამ დროს ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ზოგიერთის მდგომარეობა უკიდურესდა კიდევაც. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, – ყვება ის.

სიტუაციის პარალელურად, ინციდენტი Facebook-ზე ქართველი მომხმარებლების განხილვის საგანიც გახდა, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მომხდარი დაგმო და სოლიდარობა გამოუცხადა მოძმე სომეხ ხალხს.

football 2

„სამი დღის წინ ერევანში სომხეთ-საქართველოს მატჩს დავესწარი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ვიცი მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასე თბილად მოგესალმებოდა, ასე თბილად მიგვიღებდა, ასე ძმურად მოგექცეოდა და მიუხედავად 0:3 მარცხისა, გულწრფელად მოგილოცავდა. ეს სიყვარული იგრძნობოდა კაფეებში, სუპერმარკეტებში, ქუჩებში და ყველგან. საქართველოს დროშით რომ გვხედავდნენ, იღიმებოდნენ, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა და ყველანაირად ცდილობდნენ პატივი ეცათ.

მეც ბევრ რამეში ცრუ სტერეოტიპების მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ როცა საკუთარი თვალით დავინახე სომხების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ბევრი რამ გადავაფასე. რაც დღეს მოხდა სირცხვილია არა მარტო სპორტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. დამარცხებულთა დაცინვა ან ზიზღი არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი. როცა ორ თამაშში მეტოქეს 9-1 ამარცხებ და მაინც მიდიხარ მოედანზე და მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს ესვრი, შენს ქვეყანას მხოლოდ ცუდს უსურვებ. ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს არის ამპარტავნება. მე პირადად ბოდიშს ვუხდი იმ სომხებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ თავიანთი ქვეყნის მხარდასაჭერად, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვხატეთ ის სტუმართმოყვარეობა, რაც მათ გამოგვიჩინეს“, – წერს გეორგი შუბითიძე.

„სომხებმა სტუმართმოყვარეობით, კულტურაში, ეთიკაში და ადამიანობაში 10:0 ანგარიშით დაგვამარცხეს. სირცხვილი და საკუთარი თავის დამცირება. ან ეროვნულმა გუნდმა ან ფედერაციამ მაინც უნდა ილაპარაკოს ამ თემაზე და ბოდიში მოუხადოს სომხებს“, – წერს ბლოგერი თამთა თათარაშვილი.

ბევრმა მომხმარებელმა, ბლოგერმა, აქტივისტმა და ფეხბურთის გულშემატკივარმაც დაიწყო ბოდიშის მოხდა, ინციდენტი განსაჯა და მას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.

football 4

ცოტა მოგვიანებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა თავის Instagram გვერდზე თბილი ფოტო გამოაქვეყნა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელ ედგარ სევიკიანთან და დაწერა: „უფრო მეტი… ვიდრე ფეხბურთი“.

football

ამრიგად, თამაშის შედეგების შეჯამებით აღვნიშნავთ, რომ საქართველო უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში რჩება, სომხეთი კი C დივიზიონში გადავა. დუბლების ავტორები იყვნენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა საქართველო-სომხეთის მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ უპირატესობა ორი გოლით გაზარდა. 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა გუნდს სამი ქულა მოუტანა. მეოთხე გოლი ოთარ კიტეიშვილმა 27-ე წუთზე გაიტანა. 35-ე წუთზე მიქაუტაძემ უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა, ეს მისი მეორე გოლი იყო.

მატჩის პირველი ტაიმი 5:0 ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე- ედგარ სევიკიანმა რიკოშეტით საავტორო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ – 62-ე წუთზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები თავიანთ ისტორიაში 9-ჯერ შეხვდრიან ერთმანეთს. საქართველომ ხუთი გამარჯვება მოიპოვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, სომხეთის ნაკრებმა კი ორი გამარჯვება მოიპოვა.

Sport.news.am-ის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა FAF მოძრაობის დამფუძნებელმა, სერგეი ჯანჯოიანმა განაცხადა, რომ თბილისის „დინამო არენაზე“ მომხდარი არეულობებისა და სომეხი გულშემატკივრების წინააღმდეგ პროვოკაციების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა.

„საქართველოს ნაკრების ფან მოძრაობა, „კომაგები“, ჩვენგან ბოდიშს ითხოვს სტადიონზე მათი რამდენიმე ათეული გულშემატკივრის უგუნური და არასწორი ქცევის გამო და სოლიდარობას გვიცხადებს ჩვენს ბრძოლაში.“

როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ფეხბურთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს მტრობა და ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი, რომელიც მე აღვნიშნე, დაეხმარება ჩვენი ქვეყნების ფან კლუბებს დაახლოებაში.”