21-22 მარტს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში კრივის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამარჯვებულ სპორტსმენებსა და გამორჩეულ ტრენერებს ჯილდოები გადასცა.

კრივის მუნიციპალური ჩემპიონატი ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში გუშინ, 20 მარტს დაიწყო. დღეს შეჯიბრის ბოლო დღე იყო. ჩემპიონატს 24 კატეგორიაში 85 სპორტსმენი ესწრებოდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქ ახალქალაქიდან.

boks1

გახსნას და კონკურსს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მაყურებლების თქმით, ბრძოლები დაძაბული და საინტერესო იყო.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამარჯვებულ სპორტსმენებსა და გამორჩეულ ტრენერებს თასები, მედლები, სიმბოლური ჯილდოები და დიპლომები გადასცა.

კრივის მუნიციპალური ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში კრივის ტრადიციების აღორძინება და პოპულარიზაცია, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

boks2