
ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენის უფლებისთვის პლეი-ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში, მატჩის 33-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ სომხეთის ნაკრების კარში გაიტანა გოლი. 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ მეორე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი მან გიორგი მამარდაშვილის გადაცემით გაიტანა. 59-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ მესამე გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში 23 მარტს თბილისში, დინამო არენაზე, სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი მოგაწვდით.