
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში წელს ახალი სარიტუალო სახლი აშენდება. საბჭოთა პერიოდში შენობა ბოსლად გამოიყენებოდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა Jnews-თან ინტერვიუში შემდეგი თქვა:
„წელს სოფელ აბულში ავაშენებთ სარიტუალო სახლს.ძველი შენობიდან მხოლოდ სამი კედელი დარჩება, დანარჩენი მთლიანად დაინგრევა ახლის ასაშენებლად, ერთ-ერთი კედელი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ დავანგრევთ, დანარჩენ კედლებზე კი გამაგრებით სამუშაოებს ჩავატარებთ“.
მშენებლობისთვის საჭირო თანხა უკვე გათვალისწინებულია – 431 926 ათასი ლარი.
ელექტრონული კონკურსი მიმდინარეობს, ჯერ არ ჩატარებულა. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება დაახლოებით 15 აპრილამდე გაფორმდება, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
აბულის სარიტუალო სახლის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 150 დღეში უნდა დასრულდეს. დავამატოთ, რომ ზემოაღნიშნულ თანხაში შედის სარიტუალო სახლის ქონების შესაძენად საჭირო თანხაც.
გევორგ ჯანოიან