
ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ახალგაზრდა მოკრივეები ბიჭებსა და გოგოებს შორის საქართველოს ჩემპიონატიდან მედლებით, მათ შორის ოქროთი დაბრუნდნენ. ახალქალაქს კრივში ახალი ჩემპიონი ჰყავს – იური გრიგორიანი.
ბათუმში გამართულ ჩემპიონატში სპორტკომპლექსის მოსწავლემ- 12 ახალგაზრდა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატზე 11 ბიჭი და ერთი გოგონა – ანა კრიკიანი გავიდა.
6 დღიანი კრივის შედეგად 4 ახალქალაქელი სპორტსმენი პრიზის მფლობელი გახდა.
პირველი ადგილი იური გრიგორიანმა დაიკავა.ის 70 კგ წონით კატეგორიაში კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
66 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გორ კაზარიანმა დაიკავა, რომელიც სასკოლო კატეგორიიდან მოზარდებში გადავიდა.
ბრინჯაოს მედალი პეტროს ნახატაკიანს გადაეცა. ის ასევე 66 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდა.
ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა ანა კრიკიანიც. ის 60 კგ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში 21 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდა.