14 თებერვალს თბილისში სურბ სარგის ზორავარის, მისი შვილისა და მისი თანამებრძოლეების დღე აღინიშნა. მორწმუნეებმა ხარფუხის «სურბ სარგისის» სამლოცველოში მომლოცველობაში მიიღეს მონაწილეობა.

სანთლების დანთებისა და ლოცვის შემდეგ მომლოცველთა მსვლელობა სურბ გევორგის საკათედრო ტაძრისკენ გაემართა, სადაც ახალგაზრდების კურთხევისა და მარილიანი კვერების დარიგების ცერემონია გაიმართა.

”დილით გეტყვით ვინ ვნახე”, – ეს გამოთქმა, რომელიც ბევრისთვის ნაცნობია, ახასიათებს სიყვარულის ერთ-ერთ დღესასწაულს – სურბ სარგის ზორავრის დღეს.

სურბ გევორგის ტაძარში ხალხმრავლობა იყო, ათობით ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მარილიანი კვერების დარიგებას, რომელიც დაეხმარებოდა მათ სიზმარში მათი მეორე ნახევრის დანახვაში. თვალებში – აღფრთოვანება, ხელებში – მარილიანი პური, მორცხვი და ღიმილიანი მზერა, სიზმრის ხილვის მოლოდინი, სწორედ ეს დღესასწაულია, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ ახალგაზრდები.

სურბ სარგისი სიყვარულისა და ახალგაზრდობის მფარველად ითვლება. ლეგენდის თანახმად, მარილიან კვერს მიირთმევის შემდეგ, ადამიანს, რომელსაც სიზმარში ნახავთ თქვენი მომავალი შეყვარებული იქნება. ეს რწმენა საუკუნეების განმავლობაში გარდაიქმნა, მაგრამ აქტუალობა არ დაუკარგავს.

სურბ სარგის დღესასწაული მხოლოდ სიყვარულს კი არა, იმედს, რწმენას და გრძნობებს უკავშირდება. ბევრ ეკლესიაში არა მხოლოდ ტრადიციის შესანარჩუნებლად მივიდა, არამედ გულის სიღრმეში პატარა ოცნების შესანახად – იპოვონ თავიანთი მეორე ნახევარი

დღესასწაულის მნიშვნელობის შესაბამისად, ტაძრის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ადამიანებმა კეთილი სურვილები გაცვალეს, წარსული წლების ოცნებების ისტორიებს ყვებოდნენ, რომლებიც, მათი თქმით, ზოგჯერ რეალურად ახდენილა.

surb sargis 1

სურბ სარგისის დღესასწაული მოგვითხრობს სიყვარულის მებრძოლზე, მის ღვაწლზე, ბრძოლაზე, თავგანწირვაზე და სიყვარულის სახელით მოწამეობრივ სიკვდილზე. სურბ სარგისი – ყველა ჩვენთაგანის დღესასწაულია, რადგან სიყვარულით და სიყვარულის გავრცელებით შემოქმედს ვემსგავსებით.