ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყოველწლიური „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა დაიწყო. 4 თებერვლიდან სოფლებში პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევად შეხვედრები იმართება. JNEWS-ი პრიორიტეტების შერჩევას აკვირდებოდა ოთხ სოფელში: მაჯადიაში, ორჯაში, თოთხამსა და კორხში. მუნიციპალიტეტის 64 სოფლის ბიუჯეტი 2019 წლიდან უცვლელია და 922 000 ლარს შეადგენს.

4 თებერვალს მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტული სამუშაოების არჩევნები დაიწყო. შეხვედრებზე მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ერთ ან მეტ სამუშაოს ირჩევს. მერიამ შეხვედრებში მონაწილეობის, კოორდინაციისა და წარმართვის მიზნით დროებითი კომისია შექმნა, შერჩევაში ჩარევის გარეშე.

6 თებერვალს JNEWS-ი ეწვია და აკვირდებოდა შეხვედრებს სოფლებში მაჯადიაში, ორჯაში, კორხსა და თოთხამში.

joxov PPS

სოფლებში იმყოფებოდნენ ახალქალაქის მერიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი წორმუტიან ვაჩაგანი და მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამუშაოების სპეციალისტი ღაზარიან ვენედიკი. ისინი შეხვედრები კომისიის არჩევით დაიწყეს, რომელიც აკონტროლებდა სამუშაოების მიმდინარეობასა და შედეგებს. უპირატესობა მიენიჭათ მათ, ვინც ზაფხულში საზღვარგარეთ სამუშაოდ არ იყო წასული.

სოფელ მაჯადიაში მოსახლეობა იმ შენობაში შეიკრიბა, სადაც მოსახლეობა ჩვეულებრივ იკრიბება და დროს ატარებს. დაახლოებით 25 ადამიანი შეიკრიბა. ახალქალაქის მერიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს სტუმრობის მიზეზი განუმარტეს და სთხოვეს, დაესახელებინათ ის სამუშაო, რომლის შესრულებაც 2025 წელს უნდათ. სოფელ მაჯადიას „სოფლიე მხარდაჭერის“ პროგრამის ოდენობა 16 000 ლარს შეადგენს.

თანხის სოფლის სარიტუალო სახლის კეთილმოწყობაზე დახარჯვის შეთავაზება იყო,  თუმცა, როგორც გაირკვა, ის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ისახება. „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხის დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალური ქონების კეთილმოწყობაზე. სოფლის უფლებამოსილმა პირმა ევაჯიან ედგარმა შეჰპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლის და შენობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადაცემის შემდეგ ამ სამუშაოებს ჩაატარებენ.

მოსახლეობისგან იყო შეთავაზებები, რომ თანხა დახარჯულიყო შენობის ეზოს კეთილმოწყობაზე, წყალსადენის რეაბილიტაციაზე, მაგრამ ეს წინადადებები არ დაკმაყოფილდა, წყალგაყვანილობა არ არის მუნიციპალური, ხოლო ეზოს კეთილმოწყობის მომხრე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო. მერის წარმომადგენლის თქმით, თუ ვერ მოხერხდა სარიტუალო სახლის შენობის მუნიციპალურ ბალანსზე გადატანა, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის თანხის გამოყენება შესაძლებელია საბავშვო მოედნისა და ტრენაჟორების ასაშენებლად, მისი თქმით, მუნიციპალიტეტი სოფელში წელს აპირებს სათამაშო მოედნის გვერდით აშენებას.

შეხვედრის შედეგად შეირჩა ორი პრიორიტეტული სამუშაო: სარიტუალო სახლი და სათამაშო მოედნის გადახურვა.

joxov orja

სოფელ ორჯაში პრიორიტეტების არჩევისთვის დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა. იყო მხოლოდ ერთი შეთავაზება, რომელსაც ყველა დათანხმდა. ორჯაში შენობის რეაბილიტაციაზე შეთანხმდნენ, სადაც ეს შეხვედრა გაიმართა. ეს არის სოფლის მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, ძველი შენობა. სოფელში მერის წარმომადგენლის არევიან რობერტის შეთავაზებით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზეც იმსჯელეს, რადგან გადაწყდა გათბობისთვის ელექტროენერგიის გამოყენება. სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ  ელექტროენერგიის საფასურის გადასახადს შეაგროვებენ მთელი სოფლით. სოფელ ორჯას “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხის  ოდენობა 16000 ლარს შეადგენს.

სოფელ კორხში პრიორიტეტების ასარჩევად დაახლოებით 35 ადამიანი შეიკრიბა. სოფელ კორხშიც ერთი შეთავაზება იყო, რომელიც პრიორიტეტულ სამუშაოდ მიიღეს. შეკრებილებმა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხის დახარჯვა სარიტუალი სახლზე (მაგიდების და სკამების შეძენა, გამათბობლების გაზრდა და ა.შ.) გადაწყვიტეს. სოფელ კორხში გზის ცუდ მდგომარეობას უჩივიან, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ წელს სოფლის ცენტრამდე შიდა გზა მოასფალტდება. სოფელ კორხისთვის “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ოდენობა – 16 000 ლარს შეადგენს.

joxov korx

ბოლო სოფელი, სადაც წორმუტიან ვაჩაგანი და ვენედიკ ღაზარიანი წავიდნენ 4 თებერვალს, იყო თოთხამი.

სოფელ თოთხამში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა. სოფელ თოთხამის მოსახლეობა სოფელში სასმელი წყლის არარსებობას უჩიოდა. სოფელი სამი წლის განმავლობაში წყლის მილსადენებს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხით ყიდულობდა და არც წელს იყო გამონაკლისი. 2025 წელი მეოთხე წელია. გადაწყვიტეს ისევ შეეძინათ წყლის მილები სოფელში დასამონტაჟებლად. სოფელ თოთხამის თანხა – 10 000 ლარს შეადგენს.

აღვნიშნავთ, რომ სოფლებში აქტიურობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, როგორც მერის წარმომადგენლები აცხადებენ, სოფლის მაცხოვრებლები შეხვედრის შესახებ  ერთი თვის წინ იყვნენ ინფორმირებული.

joxov totxam

აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის თანხა 922 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევად შეხვედრები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, 4 თებერვალს დაიწყო და 14 თებერვალს დასრულდება.