ბოლო წლებში ჯავახეთის ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება პროფესიად ტურიზმის არჩევა.თუმცა, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ტურიზმის სფეროში სპეციალიზებულ ახალგაზრდებს ვერ უმაგრდებათ ფეხი, რადგან ჯავახეთში ტურიზმი განვითარებული არ არის.

ამ მიმართულებით ხორციელდებოდა პრაქტიკული ნაბიჯები, ანუ სხვადასხვა პროგრამები ტარდებოდა, რის შედეგადაც ახალგაზრდებმა უფრო ხშირად დაიწყეს ტურიზმის სპეციალობის არჩევა.

წაღიკ სეროფიანი წარმოშობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთიდან არის. დაწყებითი განათლება აზავრეთის საჯარო სკოლაში მიიღო, შემდეგ უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 2023 წელს წაღიკმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია ტურიზმის ფაკულტეტი, წაღიკი ამბობს:

„ერთხელ შევხვდი ჩვენს სოფელში ტურისტებს, რომლებიც ჩვენს მთებში ცხენებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, და ვიფიქრე, რომ მათ სავარაუდოდ, არაფერი იცოდნენ ჩვენი ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ეს მომენტი პატარა ნაპერწკალს ჰგავდა, რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. დავიწყე ფიქრი _ რატომ არ შემეძლო გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც აერთიანებდა ჩემს სიყვარულს ბუნების, ისტორიისა და მოგზაურობისადმი? ასე გადავწყვიტე ტურიზმის ფაკულტეტზე ჩაბარება“.

Caxik Serobyan

ფოტოზე წაღიკ სერობიანია

სიყვარულით ეკიდება თავის პროფესიას, ამიტომ გადაწყვეტს იმუშაოს თბილისის ტურიზმის სფეროში და დასაქმდება სასტუმროში.

„სამწუხაროდ, ამჟამად არ ვმუშაობ ჩემ ძირითად პროფესიით. სამომავლოდ ვიმედოვნებ, რომ შევძლებ რეგიონის ტურიზმის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანას, რადგან დარწმუნებული ვარ, ჯავახეთის თითოეულმა მცხოვრებმა მცირე წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი რეგიონის განვითარებაში“.

პარალელურად წაღიკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბიზნესი-მენეჯმენტის“ მიმართულებით აგრძელებს მაგისტრატურას. ტურიზმის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ წაღიკ სერობიანმა სამშობლოში შესაფერისი სამუშაო ვერ იპოვა.

„რაც შეეხება სამუშაოს, ჩვენს რეგიონში შესაძლებლობები იმდენად შეზღუდულია, რომ იძულებული ვართ ავირჩიოთ მასწავლებლობა ან სხვა პროფესია, რათა სამუშაო ვიპოვოთ ან ჩვენს ქალაქში ან სოფელში“.

ვარდუი ჰოვსეფიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდურადან არის. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე. მეოთხე კურსის სტუდენტია.

„ტურიზმის ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი ინტერესების, მიზნების და სამყაროს აღმოჩენის ოცნების შესაფერისი იყო. ტურიზმი ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიაა, არამედ კულტურების, სამყაროების და ადამიანების ისტორიების აღმოჩენის შესაძლებლობა“.

HN1

ფოტოზე ვარდუჰი ჰოვსეფიანია

ვარდუჰი ამბობს, რომ საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

„მჯერა, რომ კარგი სპეციალისტებისთვის ტურიზმის სფეროში ყოველთვის იქნება ახალი შესაძლებლობები“.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნებას და სპეციალობით მუშაობას გეგმავს. მან სამუშაოს ადგილების პრობლემის შესახებ იცის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ტურიზმის სფეროში სამუშაოს პოვნას შეძლებს.

ხოლო გრიშა ვარდანიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულება უკვე დაამთავრა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, მაგრამ სპეციალობით სამსახურს მაინც ვერ პოულობს. ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალიდან არის.

მან თავისი პროფესიული არჩევანი ბავშვობიდან გააკეთა, ყოველთვის დაინტერესებული იყო უცხო ენებითა და ბუნებით.

„ბავშვობიდან ვოცნებობდი ახალი ადგილების აღმოჩენაზე, ისტორიული ძეგლების შესწავლაზე და სამყაროს დანახვაზე. მე ვთვლი, რომ სხვადასხვა ენის ცოდნა ადამიანს უამრავ შესაძლებლობებს აძლევს. ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რომელზედაც ავაშენე ჩემი პროფესიული არჩევანი“.

Grisha

გრიშას თქმით, სომხებს ცოტა უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა არსებობს.

„სიძნელეების დაძლევით, უნივერსიტეტი დავამთავრე და სოფელში დავბრუნდი, რათა აქ მეპოვა სამსახური და მემუშავა, უკვე დიდი ხანია ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ. ვიმედოვნებ, რომ წელს მოვახერხებ ჩემი სპეციალობით სამუშაოს პოვნას და ჩემს სოფელში დარჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში მე სოფლის დატოვება მომიწევს“.

კორონავირუსის დროს შეჩერებული ტურიზმის განვითარება ჯერ კიდევ არ განახლებულა, თუმცა ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ პროფესიას სიყვარულით ეკიდებიან, მტკიცედ იბრძვიან დროებით სირთულეებს და იმედოვნებენ, რომ ჯავახეთშიც ტურიზმი განვითარდება.

გევორგ ჯანოიან