
2024 წლის ბოლოს ახალქალაქის სერვის ცენტრმა კვლავ მიიღო 129 ახალი ნაგვის ურნა და დაურიგა სოფლებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაიზარდა სოფლების რაოდენობა, სადაც მოსახლეობა ნაგვის გადასახადს იხდის, რამაც ხელი შეუწყო სერვის ცენტრის შემოსავლის ზრდას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასული წლის დასაწყისში ნაგვის ურნების უკმარისობა იყო. სოფლებში ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელების მიზეზად ბევრმა მაცხოვრებელმა ნაგვის ურნების ნაკლებობა დაასახელა. გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ნაგვის ურნები გაიზარდა, ხოლო სოფლებში ხელოვნური ნაგავსაყრელები შემცირდა.
გასულ წელს მუნიციპალიტეტმა სულ 246 ნაგვის ურნა მიიღო და გაანაწილა. ისინი დამონტაჟდა სოფლებში, სადაც საერთოდ არ იყო და დაემატა ისეთ ადგილებში, სადაც ცოტა იყო.
გთავაზობთ იმ სოფლების სიას, სადაც ნაგვის ურნები დამონტაჟდა და დაემატა 2024 წლის ბოლოს:
კარტიკამი – 25, ალასტანი – 7, კოკია – 6, ვარევანი – 8, ვაჩიანი – 15, ახალქალაქი – 12, მაჯადია – 7, ხორენია – 6, ორჯა – 4, დილისკა – 7, გოდოლარი – 6, ტურცხი – 5, ლომატურცხი – 2, დადეში – 5, კუმურდო – 10.
დაზიანებული და დამტვრეული ურნების გამოსაცვლელად სერვისცენტრმა წელს მარაგში 4 ნაგვის ურნა დატოვა. ახალქალაქის სერვის ცენტრი ნაგვის გატანის საფასურს შემდეგი სოფლებიდან აგროვებს: ხანდო, გომანი, დადეში, ბალხო, ხულგუმო, ხოსპიო, მარტუნი, კულიკამი, მურჯახეთი, ტურცხი, დილისკა, ჩამდურა, ბარალეთი, ლომატურცხი, ბავრა, კორხი, თოთხამი, მაჯადია. გასულ წელს ამ სოფლებს სოფელი ბუღაშენი, ღადოლარი და ორჯა შეემატა. ამ წელს, 2025 წლის იანვრიდან, კარტიკამის სოფლის მოსახლეობაც დაიწყებს ნარჩენების მართვის გადასახადის გადახდას. ასევე დაგეგმილია, რომ წელს კუმურდოს და კიროვაკანის სოფლების დაიწყებენ ნარჩენების მართვის გადასახადის გადახდას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთ სულზე ფიზიკურ პირებზე ნაგვის გატანის ტარიფი 50 თეთრია, თუ ოჯახში ოთხზე მეტი ადამიანია, გადასახადი 2 ლარს შეადგენს, იურიდიული პირები კი 1 კუბ/მ 25 ლარს იხდიან. კონტროლიორები, რომლებიც მოსახლეობისგან აგროვებენ სააბონენტო გადასახადს, ხელფასს შეგროვებული თანხის 30%-ის სახით ღებულობენ. სერვის ცენტრი ადგენს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აგროვებს საფასურს.
ახალქალაქის სერვისცენტრის ინფორმაციით, მათ ხელშეკრულება 103 იურიდიულ ორგანიზაციასთან გააფორმეს. მას შემდეგ, რაც ნაგვის გატანის გადამხდელი სოფლების რაოდენობა გაიზარდა, სერვის ცენტრის შემოსავალიც გაიზარდა. 2024 წელს ფიზიკური პირებისგან 71 700 ლარი შეგროვდა, სერვის ცენტრის წლიური შემოსავალი 40 000 ლარი იყო. იურიდიული პირებიდან შემოსავალმა 90 643 ლარი შეადგინა.
გასულ წელს სერვის ცენტრმა სპეციალური აღჭურვილობის გაქირავების უფლება მიიღო, რამაც ორგანიზაციის შემოსავლის ზრდას შეუწყო ხელი. სერვისცენტრმა რამდენიმე თვის განმავლობაში ტექნიკის დაქირავებით 7800 ლარი გამოიმუშავა.
ახალქალაქის სერვის ცენტრში ამჟამად 6 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი ტექნიკა არის.