დღეს, 12 ივნისს დღის მეორე ნახევარში, 16:00 საათის შემდეგ ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში სათესი მიწევი დააზიანა. ძირითადად ბოსტნეულის და ხილის კულტურები დაზიანდა. ზარალის ზუსტი შეფასება ჯერჯერობით უცნობია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სეტყვა სხვადასხვა ხანგრძლივობის იყო, ზოგან სულ რაღაც რამდენიმე წუთი, ზოგან კი 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. ქალაქ ახალქალაქში ძლიერი სეტყვა 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სეტყვის მიერ მიყენებული ზარალი ჯერჯერობით შეფასებული არ არის.
Jnews-ი აზუსტებს, თუ სად და რა ზომის ზარალი იყო მიყენებული.