როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება, ისინი მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინონ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.

„კერძოდ, ვაგონოს შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში არ აქვთ ნიღბის მოხსნის უფლება“, – განმარტავს „საქართველოს რკინიგზა“.

რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.