სამცხე-ჯავახეთში უფრო მეტი ტურისტი ფიქსირდება ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. ძალიან ჩამორჩება ახალქალაქის, ნინოწმინდის და ასპინძის მუნიციპალიტეტები. Jnews-ი შეეცადა გაერკვია, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა და რეგიონული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ ჩამორჩება ახალქალაქში ტურიზმის განვითარება.
დიდი პოტენციალის მქონე, რაზეც ბევრი საუბრობს, დღემდე იშვიათი ტურისტები ირჩევენ ახალქალაქს ტურისტული მიზნებისთვის. აქ ძირითადად ტურისტები არიან გავლით. არსებობს ობიექტური თვალსაზრისი, რომ არა მარტო ახალქალაქში, არამედ მთელ ჯავახეთში ტურიზმი არ არის განვითარებული იმის გამო, რომ მომსახურება და ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება სტანდარტებს. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზია თუ არა?
რა კეთდება ამ სერვისისა და ინფრასტრუქტურის დასახმარებლად. აღსანიშნავი იყო, როდესაც 2023 წლის 25 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023-2027 წლების, ტურიზმის განვითარების გეგმის წარდგენა და განხილვა გაიმართა, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიამ გეგმა გადამუშავებისთვის დააბრუნა. ტურისტების მოზიდვის სამუშაო გეგმა არ იყო წარმოდგენილი. გეგმა შეიცვალა.
როგორია მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა ტურიზმის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შესწორებული გეგმა. გეგმაში წარმოდგენილი იყო ტურიზმის მიმართულებები და სახეები და მონიშნულია ადგილები, რომლებიც, ავტორების თქმით, ტურისტებს შეუძლოთ ნახონ.
დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა პოტენციალი არსებობს, მაგრამ არ არის მითითებული, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პოტენციალი იყოს გამოყენებული. მაგალითად, აღნიშნულია „გასტრონომიული ტურიზმი, ფოლკლორული ტურიზმი, სპორტული ტურიზმი, ისტორიული ტურიზმი, სამთო ტურიზმი“. ასევე აღნიშნულია მუნიციპალიტეტის შემდეგი ტურისტული მარშრუტების შექმნის აუცილებლობაზე: ახალქალაქი-არაგვა-ტურცხი-ზაქვი-კოთელია-ბარალეთი-დიდი და პატარა სამსარი (სამსარის გამოქვაბულები) კოჩიო-ბეჟანო-ტაბაწყურის ტბა, მაგრამ როგორ გაკეთდეს ეს არ წერია.
გეგმაში აღნიშნული იყო პუნქტი სათაურით „სოფლების გზებზე მიმართულების ნიშნების განთავსება, ისტორიულ-კულტურულ მარშრუტებში შემავალი ობიექტების ნიშნები, ისტორიული ობიექტების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სპეციალური საგზაო ნიშნები“. სამსახურის გათვლებით, ამისთვის 9000 ლარი იქნება საჭირო. ხოლო საინფორმაციო დაფების განთავსება ქალაქის საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც მითითებული იქნება ტურისტული მარშრუტები, (2-3 საინფორმაციო დაფა) 3000 ლარი დაჯდება.
ტურიზმის განვითარების გეგმაში ორ პუნქტში – მე-16 და მე-17, ინფრასტრუქტურის განვითარებაც, როგორც სხვა შემთხვევებში, დეტალების გარეშეა ნახსენები.
ყველაზე დიდი თანხა, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმაშია აღნიშნული, DMO-ს დაფინანსებაა – 15 000 ლარი. DMO არის სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია დაარსდა 2019 წელს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ, როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID Zrda Activity-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნები შემდეგია:
მართალია, საქართველოში ტურიზმის განვითარების პროცესი კორონავირუსის პანდემიის ზღურბლზე დაიწყო და ამით შეჩერდა. თუმცა, ზემოაღნიშნული მიზნებიდან მოქმედებები და წინსვლა ახალქალაქში არ იგრძნობოდა.
როგორც რეგიონულ რაგბის კლუბს, ასევე DMO-ს რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტი აფინანსებს. სამცხე-ჯავახეთის DMO ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით მუმლაძის თქმით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში არაერთი პროექტი განხორციელდა, ამ ხნის განმავლობაში 240 კმ ტურისტული მარშრუტი შემუშავდა. ასევე, ამ გზების პოპულარიზაციისთვის გააკეთეს ვიდეო მასალა, რომელსაც პოპულარობა ჰქონდა.
„ამ მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით არაერთხელ მოეწყო საინფორმაციო ტური. როგორც ჩვენმა ორგანიზაციამ, ასევე სომხურმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთობლივი მუშაობის ფარგლებში განახორციელეს საერთაშორისო მარშრუტები სომხეთს, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთს შორის, რის შედეგადაც ტური ოპერატორებს მოეწონათ და ამ მარშრუტებით სარგებლობა დაიწყეს. ჩვენ ასევე ჩავატარეთ უამრავი ინფო ტური, როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ასევე სხვადასხვა ლოკაციებზე კერძო სექტორთან ერთად, საოჯახო სასტუმროებში, რესტორნებში და ა.შ.“, – ამბობს დავით მუმლაძე.
მისი თქმით, ის, რომ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ტურიზმი უფრო განვითარებულია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განვითარებული კერძო სექტორის, არამედ ტურისტული ობიექტების შექმნა.
„ბორჯომში ტურიზმმა მრავალი წლის წინ დაიწყო განვითარება და შესაბამისად, კერძო სექტორიც არის მომზადებული. ახალციხეში რაბათის ციხის აღდგენის შემდეგ დაიწყო კერძო სექტორის გამოჩენა და განვითარება, რის შემდეგაც დაიწყო ახალციხეში მოგზაურობის მოთხოვნა. რაც შეეხება აბასთუმანს, ამჟამად მიმდინარეობს საფუძვლიანი რეაბილიტაცია, და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი პოტენციალი აქვს ბალნეოლოგიური კურორტის გამო, და ტუროპერატორებად შეგვიძლია განვიხილოთ ყველა ის სამედიცინო მუშაკი, ვინც აბასთუმანში აგზავნის ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ“, – ამბობს ის.
როგორც დავით მუმლაძე ამტკიცებს, ამ სამ მუნიციპალიტეტში მეტი ტურისტია, თუმცა ამბობს, რომ ინტერესი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მიმართაც არის.