
18 მაისს ეროვნული სამოსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში ფესტივალი გაიმართა, რომელშიც ახალქალაქის სხვადასხვა საცეკვაო ანსამბლი მონაწილეობდა.
„უკვე მეექვსედ აღვნიშნავთ ეროვნული სამოსის დღეს. ღონისძიებაზე ეროვნული სამოსით რვა გუნდი გამოვიდა. სასიმღერო და საცეკვაო დანიშნულების გარდა, ეროვნულ სამოსი ხალხსაც გამოარჩევს“, – ამბობს ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორი ალიკ ქსპოიანი.
ღონისძიება ახალქალაქის ცენტრალურ პარკში იგეგმებოდა, თუმცა არახელსაყრელი ამინდის გამო კულტურის სახლში გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მომუშავეები და მშობლები ესწრებოდნენ.
ეროვნული სამოსის ფესტივალში მონაწილე საცეკვაო ჯგუფებმა სომხური და ქართული ცეკვები შეასრულეს, პარალელურად ეროვნული სამოსიც წარმოადგინეს.
უახლოეს მომავალში ახალქალაქში „დეკმლამაციის ფესტივალს“, “ჯავახეთის გაზაფხულის” მე-13 ფესტივალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ჯივანის დღეს, ახალქალაქის დღეს აღნიშნავენ.