ახალქალაქში, ვაჩიანის ტრასასთან ახლოს, ყოფილი 1-ლი სამხედრო ქალაქის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ვაგონი დაიწვა. მის გარშემო არაფერი არ იყო და მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა. ვაგონი მთლიანად დაიწვა.

ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ, 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. 20:30 საათისთვის ხანძარი ჩააქრეს.

ვაგონი დიდი ხანია დგას ტრასის მახლობლად და არავითარი დანიშნულება არ ჰქონია. ადგილზე ვაგონის მეპატრონეები არ იყვნენ, სახანძრო სამსახურში თვითმხილველებმა დარეკეს.

ხანძრის შესახებ თვითმხილველებმა და მეხანძრეებმა არაფერი იციან, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ვაგონთან ახლოს, გორაკზე ბალახი იყო დამწვარი.

Pozhar1