ახალქალაქში ხიდიდან გადამხტარი 56 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა. Jnews-მა შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე დეტალი შეიტყო. კერძოდ, 56 წლის ქალბატონი ქალაქ ახალქალაქში ცხოვრობდა, თუმცა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადმოვიდა მეუღლესთან ერთად. დაოჯახდა 4 თვის წინ. მეუღლის თქმით, მათ ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. როგორც Jnews-ს გარდაცვლილის ქმარმა განუცხადა, ვერ მოასწრო მისი სრულყოფილად გაცნობა, რადგან ერთად ცხოვრება ახლახან დაიწყეს.

ქალები, რომლებიც გარდაცლილს გადახტომამდე ესაუბრნენ, ახლა სტრესში არიან. მაგრამ Jnews-თან ინტერვიუში ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ 56 წლის ქალი უკვე ხიდის მოაჯირის მიღმა შეამჩნია. გადახტომაში ხელის შეშლა ვერ შეძლო, თუმცა მასთან საუბარს ცდილობდა. დახმარება მაშინვე მოვიდა, როცა ქალი გადახტა.

მომხდარზე გამოძიება “თვითმკვლელობამდე მიყვანის” (სსკ-ის 115-ე მუხლით) მუხლით მიმდინარეობს. ქალის ცხედარი, ქმრის თქმით, ექსპერტიზაზე უნდა წაეყვანათ.

დღეს ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე, ყოფილი სამხედრო ბანაკის ქალაქ ახალქალაქთან დამაკავშირებელი ხიდიდან 1966 წელს დაბადებული ქალი გადახტა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა.

ახალქალაქში ხიდიდან ქალი გადახტა