კვირას, სოფელ დიდი სამსარის ხაჩოს ხეობის სახელობის სალოცავში, რუსეთში მცხოვრები მასის ჰარუტიუნიანის ინიციატივითა და მღვდელ ტერ ნარეკ ტიგრანიანის ლოცვა-კურთხევით, მატახის ცერემონია და ვახშამი გაიმართა.

„წმინდა ხაჩო“ ცნობილია თავისი წყაროთი, რომელიც მიწიდან შვიდ წელიწადში ერთხელ ამოდის. პატარა სამლოცველო სამსარის მთის ფერდობზე მდებარეობს. ხალხმრავლობა იყო, მომლოცველებს შორის იყვნენ, არა მხოლოდ სოფელ სამსარის, არამედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებნი.

matax2

”ჩემი რწმენა ძალიან ძლიერია, ეს სალოცავი თითქოს ჩვენი დავიწყებული წარსულია. მატახი შევასრულე და უფალ ღმერთს შევთხოვე ყველას ჯანმრთელობა მიანიჭოს დედაჩემის მეთაურობით. ღმერთმა მოგვცა დიდი შესაძლებლობა, ვიყოთ დღეს აქ, ვიცხოვროთ, ვიარსებოთ, ვილოცოთ ყველას ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ​Jnews-თან საუბრისას მასის ჰარუტიუნიანმა.

matax 3

მასისი ჯავახეთის სოფელ დიდ სამსარში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად ქალაქ სოჭში გადავიდა, არ დაივიწყა მშობლიური სოფელი. თავის ძმასთან, სასუნთან ერთად ავტობუსით იმოგზაურეს სოჭი-სამსარის მარშრუტით. სამი წელი ზედიზედ დადიოდნენ ჯავახეთში, გადაჰყავდათ მგზავრები, ყველას ეხმარებოდნენ, ღარიბებისგან ფულს არ იღებდნენო, – ამბობენ თანასოფლელები.

„ბოლო წლებში ეს ტრადიცია, პანდემიის გამო დავიწყებას მიეცა, დღეს მასისის ინიციატივით კვლავ ყველა შეიკრიბა, ეს ძალიან მისასალმებელია“, – განუცხადა Jnews-ს მღვდელმა, ტერ ნარეკ ტიგრანიანმა.

მასისი, რომელსაც ყველას დახმარების დიდი სურვილი ჰქონდა, გულგრილი არ ყოფილა ყარაბაღის ომის დროსაც, ძმის და მეგობრის ინიციატივით ყარაბაღს მობილური სამხედრო ჰოსპიტალი აჩუქა.

ჩვენ ასევე გირჩევთ წაიკითხოთ ლეგენდა წყაროზე, რომელიც „7 წელიწადში ერთხელ მოედინება“.