სამცხე-ჯავახეთი სალოცავებითა და სამლოცველოებით მდიდარია. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ ვიზიტორებში. ერთ -ერთი ასეთი ადგილია სალოცავი “ხაჩო”, რომელიც ამავე სახელწოდების ხეობაში, სოფელ დიდი სამსარის მახლობლად მდებარეობს.
გზა მარტივი არ არის – სოფელი დიდი სამსარი ქალაქ ახალქალაქიდან 29 კილომეტრში მდებარეობს და იქ მისაღწევად საკმაოდ მთა-გორიანი გზა უნდა გადალახოთ. უკვე სამსარის ქედის მთებში მანქანები ჩერდებიან, სალოცავისკენ მიმავალი გზის დანარჩენი ნაწილი ფეხით უნდა გაიაროთ.
ორივე მხრიდან, გარშემორტყმული ბორცვებით, სადაც ძროხებს მწყემსავენ, კლდოვანი გზა თანდათანობით მაღლა ადის. აქ ხარობს ველური ჟოლო, ასკილი, ასევე საოცრად გემრიელი ველური არტიშოკი, რომლის გემო ბევრ ადგილობრივ მოსახლეობას დაამახსოვრდა.
სამსარის მოსახლეობა და სხვა თვითმხილველები ყვებიან , რომ სალოცავი “ხაჩო” სამკურნალოა. ბევრი მომლოცველი მიდის იქ, მაგრამ ყველაზე ხშირად ქალები, რომლებსაც ბავშვი არ უჩნდებათ, მიდიან იქ და მოოცვის შემდეგ დედები ხდებიან. თუმცა, იყო სხვა შემთხვევები “სასწაულებრივი” განკურნების, რომლებიც სალოცავის წყალობით მოხდა.
“თუკი ჩემს დას დავუჯერებთ, როდესაც პატარა ვიყავი, დიდხანს არ ვდგებოდი ფეხზე, არ დავდიოდი. დედაჩემის თხოვნით სალოცავში წამიყვანა და, როგორც მიყვება, უცებ ავდექი და პირველი ნაბიჯები გადავდგი”, – ყვება ისტორიკოსი დიდი სამსარის მკვიდრი, ვაჩაგან რსტაკიანი.
სალოცავი “ხაჩო” საინტერესოა იმით, რომ ლეგენდების თანახმად, წმინდა ადგილას ყოველ 7 წელიწადში მიწიდან წყალი ამოდის. როგორც ვაჩაგან რსტაკიანი ყვება, რიცხვი 7 შეიძლება იყოს პირობითი – შესაძლებელია, რომ ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, წყალი რამდენიმე წელიწადში მატულობს, ხალხს მაინც სჯერა, რომ ეს ხდება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ. წელს, როდესაც Jnews-მა მოინახულა სალოცავი, იქ წყალი არ იყო.
“სალოცავი მდებარეობს სოფელ დიდი სამსარიდან 3 კილომეტრში, იმ ადგილას, რომელსაც თუში ჭამფა ჰქვია, ატარებს ხაჩოს სახელს. სავარაუდოდ, ეს ხაჩო იყო სოფლის ერთ -ერთი უძველესი მკვიდრი, რომლის ხილვის თანახმად უძველესი სალოცავი დაარსდა. შემდეგ იქ წყარო გაჩნდა. შესაძლოა, ჯერ გაჩნდა წყარო, შემდეგ კი სალოცავი “, – ყვება ვაჩაგანი.
თავდაპირველად წმინდა ადგილას იყო რამდენიმე დაუმუშავებელი ქვა, ღობის სახით, ხოლო გასული საუკუნის შუა ხანებში, სოფელ დიდი სამსარის მკვიდრმა გრიგორ ბარსეღიანმა პატარა კეთილმოწყობილი, გადახურული სამლოცველო ააშენა. წყაროს წყალი ძალიან ცივია – გაცილებით ცივია, ვიდრე წყაროების წყლის საშუალო ტემპერატურა. ვაჩაგანის თქმით, წყალი შეიძლება გამოჩნდეს, როდესაც მიწისქვეშა წყლის რეზერვუარები ივსება თოვლის დნობის ან სხვა მიზეზების გამო.
სამლოცველოში ბევრი ქსოვილის ნაწილია ჩამოკიდებული, რომელსაც მომლოცველები სურვილების ჩაფიქრებისას კიდებენ. ხალხი აქ მოდის იმ იმედით, რომ მათი ყველაზე გულწრფელი თხოვნები შესრულდება.